სხვადასხვა

ბიჭი ერთი წელი ვერ მიხვდა, რომ ფილტვებთან ჩარჩენილი დანით ცხოვრობდა

ფილიპინებში მცხოვრები 25 წლის კენტ რაიან ტომაო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მკერდში ჩარჩენილი დანით ცხოვრობდა – ინფორმაციას ფილიპინების მთავრობის ახალი ამბების სააგენტო ავრცელებს.

უცხო სხეულის არსებობის შესახებ ტომაომ შემთხვევით გაიგო, როდესაც მუშაობის დაწყება გადაწყვიტა და დამსაქმებლის მოთხოვნით რენტგენი გადაიღო. ახალგაზრდა მამაკაცი ძალიან გაკვირვებული დარჩა, როდესაც ექიმებმა რენტგენის სურათზე სიურპრიზი დაანახეს.

რაიანმა გაიხსენა, რომ ერთი წლის წინ, ქალაქ კიდაპავანში შეიარაღებული მოზარდების ბანდა თავს დაესხა. მაშინ ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჭრეს. საავადმყოფოში ქირურგმა რაიანის ჭრილობა დაათვალიერა და ჩათვალა, რომ ჭრილობა ზედაპირულია და მისი გაკერვა რენტგენის გარეშეც შეიძლება.

თომაო ირწმუნება, რომ ჭრილობა მხოლოდ ცივ ამინდებში აწუხებდა, რისი მიზეზიც მხოლოდ 2021 წლის მარტში გაარკვია, როდესაც  გულმკერდის რენტგენი გადაიღო. რენტგენის სურათზე ჩანს, რომ 10 სანტიმეტრიანი დანა ფილტვების მახლობლად არის ჩარჩენილი.

რაიანს გადაწყვეტილი აქვს,რომ მომხდარის შესახებ ქირურგს აცნობოს, რომელმაც ჭრილობა გაკერა, თუმცა ის არ აპირებს საავადმყოფოს ან ექიმს უჩივლოს, რომელმაც უცხო სხეული ვერ შენიშნა.

Мужчина больше года жил с ножом в груди и не замечал - фото 1

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close