პოლიტიკა

„სააკაშვილი დღეს უკრაინაში გაგდების პირასაა, ალბათ, დღეს თუ ხვალ გააგდებენ” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უ­სის გან­ცხა­დე­ბას შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი უწო­და. რო­გორც პრე­მი­ერ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში შე­საძ­ლო ჩარ­თუ­ლო­ბა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, “მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში გაგ­დე­ბის პი­რა­საა და ალ­ბათ, დღეს თუ ხვალ გა­აგ­დე­ბენ“.

“ეს არის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და, მან პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბაც და­ტო­ვა და პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტიც. მე­ო­რე მხრივ, ღიად გა­ნა­ცხა­და, რომ აღარ მო­ნა­წი­ლე­ობს პო­ლი­ტი­კა­ში. ეს არის მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო ჩარ­თუ­ლო­ბას, ეს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის, რომ ვი­ღაც, ვინც არ უნდა იყოს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მოგ­ვი­წო­დებ­დეს, რომ ეს კრი­მი­ნა­ლი, არა­ერთ მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლი, მის­ჯი­ლი პი­როვ­ნე­ბა ფორ­მა­ლუ­რად, რა­ი­მე ფორ­მით ჩა­ერ­თოს ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში.

მინ­და ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნო, სა­ა­კაშ­ვი­ლი დღეს უკ­რა­ი­ნა­ში გაგ­დე­ბის პი­რა­საა, ალ­ბათ, დღეს თუ ხვალ გა­აგ­დე­ბენ. კო­რუფ­ცი­ულ სკან­და­ლებ­ში გა­ეხ­ვა თა­ვი­სი კო­რუფ­ცი­უ­ლი გუნ­დის ჩარ­თუ­ლო­ბით, ყვე­ლა კო­რუფ­ცი­უ­ლი საქ­მე წა­მო­წი­ეს და მისი გუნ­დის წევ­რე­ბის დევ­ნა და­ი­წყეს. რე­ა­ლუ­რად, ის უკ­რა­ი­ნა­ში არა­ფერს აკე­თებს და ყვე­ლა­ფე­რი დად­გმუ­ლი შოუა, რა­საც ის აქ აკე­თებ­და. უა­რესს აკე­თებს იქ. სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით უარი გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე, კაცი, რო­მე­ლიც 9 წელი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი იყო. რაზე მე­სა­უბ­რე­ბით სა­ერ­თოდ. ასე, რომ ეს სა­უ­ბა­რი უნდა და­ვას­რუ­ლოთ“, – გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უ­სი მი­იჩ­ნევს, რომ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის­თვის უფრო ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა, თუ ევ­რო­პე­ლი დიპ­ლო­მა­ტი კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა რე­ა­ლურ ლი­დე­რებს, რომ­ლე­ბიც დღემ­დე მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

“გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა, თუ არა­ფორ­მა­ლუ­რი ლი­დე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ ლი­დე­რე­ბი არ არი­ან, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით კვლავ ლი­დე­რე­ბი არი­ან მათი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის, მათ აი­ღონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, რათა ღიად გა­ნა­ცხა­დონ თა­ვი­ან­თი ხედ­ვე­ბი, რისი მიღ­წე­ვა სურთ. მზად არი­ან თუ არა კომ­პრო­მი­სის­თვის. მზად არი­ან თუ არა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის­თვის”, – თქვა კუ­ბი­ლი­უს­მა “ფორ­მუ­ლას” ეთერ­ში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close