მსოფლიო

ბელორუსი ჟურნალისტის სკანდალური დაკავების შემდეგ მინსკში მისი მეგობარი გოგონაც დააკავეს

გამოცემა NEXTA-ს ყოფილი რედაქტორის, რომან პროტასევიჩის დაკავების შემდეგ მინსკში მისი მეგობარი გოგონაც დააკავეს, რომელიც ლიეტუვაში პროტასევიჩთან ერთად მიფრინავდა.  ინფორმაციას ტელეგრამ-არხი BAZA ავრცელებს.

თვითმფრინავი, რომელმაც მინსკში საგანგებო დაშვება განახორციელა, საბოლოოდ, ვილნიუსში ჩაფრინდა. მათ დასახვედრად პირადად მივიდა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონტე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “რაინეარის” თვითმფრინავმა, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში დაჯდა – ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ ბორტზე დისიდენტი ჟურნალისტი იმყოფებოდა, რომლის დაპატიმრებაც სურდათ.

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ბელარუსის მოქმედებას აღმაშფოთებელს უწოდებს და მოუწოდებს, ჟურნალისტი გაათავისუფლონ.

ბელარუსის სახელმწიფო მედიასაშუალებები კი ამბობენ, რომ თვითმფრინავმა მიმართულება ბომბის საშიშროების გამო შეიცვალა.

მომხდარმა ევროპაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, მსოფლიო ლიდერები მოითხოვენ, სასწრაფოდ გაათავისუფლონ პროტასევიჩი. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგან რინკევიჩის შეფასებით, ბელარუსის ქმედება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და რეაქცია იქნება “ძლიერი და ეფექტიანი”.

რუსთავი 2

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close