პოლიტიკა

რატომ დაიბარეს ნათია მეზვრიშვილი ერთდროულად ყაზბეგისა და ადიგენის პოლიციაში?

დანაშაულზე გამოძიება არ არის დაწყებული. მონაწილეობა მივიღე ე.წ. ,,მოკვლევაში”, რომელსაც კანონი არ ითვალისწინებს

“იმ დროს, როცა აქტიური წინასაარჩევნო კამპანია უნდა მქონდეს, წავედი ყაზბეგის პოლიციაში გასაუბრებაზე. დაიკარგა ჩემი საარჩევნო კამპანიის ერთი დღე მაშინ, როცა:
✔️დანაშაულზე გამოძიება არ არის დაწყებული (მონაწილეობა მივიღე ე.წ. ,,მოკვლევაში”, რომელსაც კანონი არ ითვალისწინებს);
✔️მთელი ამ პროცესის მიზანი ჩვენი კანდიდატების მიმართ მუქარა-ზეწოლის ფაქტის დადგენა არ არის (ყველა დასმული კითხვა ამაზე მეტყველებდა);
✔️ პროცესი მიმართულია ინდივიდუალურ ქეისებზე გამოძიების არდაწყებისკენ და ჩემი წინასაარჩევნო პროცესებისგან მოწყვეტისკენ.
როგორც კი ყაზბეგში ჩასვლას დავთანხმდი, შემდეგი ზარი ადიგენის პოლიციიდან შემოვიდა, ისიც ე.წ. “მოკვლევაში” მონაწილეობაზე.
მიზანი ნათელია – ოცნების პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ უნდა სისტემური დევნის გამოძიება. მათ უნდათ ქვეყანა ასეთ უმიზნო გასაუბრებებში შემომატარონ და წინასაარჩევნო კამპანიას მომწყვიტონ. ამიტომ, როგორც პარტიის სპიკერი, რომელმაც ყველა ეს ინფორმაცია სხვა პირებისგან იცის, გამოკითხვაზე მოვალ ერთხელ და მოვალ მაშინ, როცა:
✔️ ამ განცხადებაზე?– პოლიტიკური ნიშნით სისტემურ დევნაზე (100-ზე მეტი ფაქტით) გამოძიებას დაიწყებთ;
✔️ მტკიცებულებების ძებნას სპიკერთან კი არ დაიწყებთ (საგამოძიებო ორგანო გგონივართ მგონი), არამედ ჩაატარებთ ყველა პირველად საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას და რეალურ გამოძიებას;
✔️ დაიწყებთ იმის დადგენას, რატომ ვერ ლაპარაკობენ დაზარალებულები;
✔️ დაზარალებულების დუმილი მინიმუმ დაგაეჭვებთ;
✔️ ყველა თქვენი ქმედება გამოძიების არდაწყებისკენ კი არა, სიმართლის დადგენისკენ იქნება მიმართული.
ნება იბოძეთ და წესიერი გამოძიება ჩაატარეთ ! და კიდევ უწყებებს ღირსებას ნუ ულახავთ და რიგითებს უხერხულში ნუ აყენებთ.
პ.ს. რა თქმა უნდა არანაირი პრეტენზია არ მაქვს ყაზბეგის პოლიციის თანამშრომლებთან, რომლებიც იქ დამხვდნენ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს მათი გადაწყვეტილება არ არის” – წერს სოცქსელში ნათია მეზვრიშვილი. .
შეგახსენებთ, რომ პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა, დეპუტატებმა მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა პარტიის წევრთა მიმართ დევნისა და შანტაჯის ფაქტებზე, გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადებით მიმართეს შოთაძეს და გომელაურს.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close