რეგიონები

ბათუმის საკრებულოდან ოპოზიციის წევრები პოლიციამ გაიყვანა

ბათუმის საკრებულოდან ოპოზიციის წევრები პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა. ვითარება ბიუროს სხდომაზე იმდენად დაიძაბა, რომ ხელჩართულ დაპირისპირებამდე მივიდა.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნება” საკრებულოს ძველი შემადგენლობით გეგმავს ბიუჯეტის დამტკიცებას. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ეს არალეგიტიმური და არაკანონიერი გადაწყვეტილებაა. მმართველი პარტია კი საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობას არ ჩქარობს.

ბიუროს სხდომაზე  ადგილზე იმყოფებიან ენმ-ს ლიდერები გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე, ელგუჯა ბაგრატიონო. ასევე ირაკლი კუპრაძე და სხვები. ვითარება დაძაბულია.

უშუალოდ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე კი ოპოზიცია ბიუჯეტის დამტკიცების საკითხის დღის წესრიგში შეტანას აპროტესტებს. სხდომა საკრებულოში ხვალაა ჩანიშნული.

ახალი მოწვევის საკრებულოში “ქართული ოცნება” უმცირესობაშია. მას 16 მანდატი აქვს, ხოლო ოპოზიციას – 19.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close