სამართალი

ბადრი ესებუას 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტებზე, ბადრი ესებუა მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. [სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი]

გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

ესებუას აღნიშნული ბრალდება პროკურატურამ დაკავების შემდეგ, 9 თებერვალს წარუდგინა.

30 მარტის სასამართლო სხდომაზე კი მან ეს ბრალდება აღიარა.

ბადრი ესებუას 2020 წლის ოქტომბერში, “საქართველოს ბანკზე” თავდასხმის საქმეზე 2020 წლის 27 ნოემბერს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი),  სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close