ეკონომიკა

ახალი კანონპროექტი: უნებართვო გარე ვაჭრობისთვის ჯარიმები გამკაცრდება

განმეორებით უნებართვო ვაჭრობისთვის ჯარიმა იქნება 100-დან 200 ლარამდე; სატრანსპორტო საშუალებით გარე ვაჭრობა 500 ლარით დაჯარიმდება; იგივე სამართალდარღვევების დროს უფლებამოსილი პირის დაუმორჩილებლობისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა ან 7 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული.

საქართველოს პარლამენტი განიხილავს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომლითაც უნებართვო გარე ვაჭრობისთვის ჯარიმების გამკაცრებაა გადაწყვეტილი. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატან ამ ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დღეს, 5 აპრილს, დაუჭირა.

გარე ვაჭრობის წესების დარღვევისთვის უცვლელი რჩება ზოგიერთი სახის ჯარიმა:

  • უნებართვო გარე ვაჭრობისთვის ჯარიმა 20-დან 50 ლარამდეა;
  • უნებართვო გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირის დაუმორჩილებლობისთვის გათვალისწინებულია 50-დან 100 ლარამდე ჯარიმა ან 7 დღემდე პატიმრობა.

კანონის მიღების შემდეგ:

  • განმეორებით უნებართვო ვაჭრობისთვის ჯარიმა იქნება 100-დან 200 ლარამდე;
  • სატრანსპორტო საშუალებით გარე ვაჭრობა 500 ლარით დაჯარიმდება;
  • იგივე სამართალდარღვევების დროს უფლებამოსილი პირის დაუმორჩილებლობისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა ან 7 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული.

დოკუმენტში დაკონკრეტებულია, რომ სიტყვიერი გაფრთხილების შემთხვევაშიც კი გარე მოვაჭრეს გასაყიდ ნივთებს ჩამოართმევენ.

“დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის მიზნით მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას”, – განმარტებულია კანონპროექტში.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close