სამართალი

ბადრი ესებუას ძმა, რომელიც პირდაპირი გაგებით მძევლად არის აყვანილი, უნდა გათავისუფლდეს – კობაიძე

ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატი ამბობს, რომ მისი მთავარი მოთხოვნა ძმის გათავისუფლებაა.

“პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ ბადრი ესებუას ძმა, რომელიც პირდაპირი გაგებით მძევლად არის აყვანილი, უნდა გათავისუფლდეს, ესაა მთავარი მოთხოვნა, როგორც ბადრის ასევე ზოგადად ყველასი. თუ რამე კითხვები ექნება საგამოძიებო უწყებას ბადრისთან არ არის პრობლემა, აქ იმყოფება და მზადაა ყველანაირ კითხვაზე უპასუხოს, მაგრამ ის, რაც ხდება ბადრის ოჯახს, ეს უნდა დასრულდეს, ესაა საშინელება, როცა შენს გამო ვინმე ოჯახის წევრს სახელმწიფო მძევლად აიყვანს. შემდეგ, თუ რაიმე სახის განცხადება, ურთიერთობა ან თანამშრომლობა სურს საგამოძიებო უწყებას, ჩვენ მზად ვართ, მასთან ყველანაირად ღია ვიყოთ”, – თქვა ალექსანდრე კობაიძემ.

ცნობისთვის, ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  ბიძინა ესებუა 2020 წლის 12 დეკემბერს იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონო ტარებისთვის დააკავეს. შსს-ს მტკიცებას, რომ ის ძმას, ბადრის უნდა შეხვედროდა, ოჯახი ბრალდებებს უარყოფს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close