პოლიტიკა

ამ რეჟიმთან მთავარ მებრძოლს და მათგან აკრძალულ “ლეიბორისტული პარტიას” ეს ქალბატონი არ ეწვია – ნათელაშვილი ამერიკელ სენატორზე

ამერიკელი სენატორების შეხვედრა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან, სოციალურ ქსელში “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა.

“აი ვისგან ცდილობენ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას საქართველოს ტკივილებზე ჩვენი ამერიკელი მეგობრები სენატორ შაჰინის მეთაურობით…

ამ წუთებში ე.წ. ოპოზიციასთან მიმდინარე შეხვედრაზე – უშიშროების სააგენტო ელისაშვილის ჯგუფი, ნარკობარონი გირჩები, მანდატის და პარტიული დაფინანსების მისაღებად ყველაფერზე წამსვლელი ბერძენიშვილების ვითომ პარტია, საკუთარი ლიდერის მსხვერპლად გამღები და პარლამენტში მიწებებული ნაცმოძრაობა, ვანო ჩხარტიშვილის მილიონებზე მჯდარი ყოფილი შარლ მიშელ დღევანდელი აღმაშენებლის ჯგუფი….

ხოლო რაც შეეხება ამ რეჟიმთან მთავარ მებრძოლს და მათგან აკრძალულ “ლეიბორისტული პარტიას”, ჩვენ მოვიწვიეთ ეს ქალბატონი სენატორი ოფისში, მაგრამ ჯერ არ გამოჩენილა. თუმცა ვფიქრობ ჩვენით არაა კმაყოფილი, რადგან 2012 წელს სწორედ ის ეწვია სასახლეში ივანიშვილს გამარჯვების მისალოცად, რასაც ხშირად ვახსენებდით და რაც მთავარია, სწორედ ის მოუწოდებდა ოპოზიციას შესულიყვნენ პარლამენტში და გადაერჩინათ მისგან ნაკურთხი ოლიგარქი.

აი, ეს აჩენს მერე ანტიამერიკულ განწყობებს და ეს იწვევს პრომოსკოვური ვნებების გაღვივებას ხალხში. სამწუხაროდ წარსულის შეცდომებიდან როგორც ჩანს ჯერ კიდევ არაა დასკვნები გამოტანილი,”- წერს შალვა ნათელაშვილი.

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი დიკ დურბინი პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებიან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close