საზოგადოება

ახალ-ახალ სახიფათო თამაშებს ვიგონებთ – რა ხდება მარკეტებსა და აფთიაქებში?

ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტი გიორგი ხუხია, რომელიც ერთი თვეა, რაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
„პსპ-ს და “ჯიპისის” აფთიაქებში კოსმეტიკაზე დიდი ფასდაკლებაა და ისეთი ამბავი ხდება ყველა ფილიალში, აი პანდემიის გარიჟრაჟზე ტუალეტის ქაღალდზე და მაკარონზე რაც ხდებოდა. პერსონალი თაროების შევსებას ვერ აუდის, არანაირი დისტანცია, ყნოსავენ, ისვამენ ერთიდაიგივე ფლაკონებიდან რაღაცებს, სინჯავენ კოსმეტიკას და მოკლედ დიდი ამბებია.
ამ დროს დღეში 4000+ დადასტურებული შემთხვევაა და ვინ იცის კიდევ რამდენი უსიმპტომო.
3.7 მილიონიანი ქვეყანა, 100 ათას მოსახლეზე გავრცელებით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, სასწრაფო და კლინიკები გადაჭედილი და ჩვენ ამ დროს ახალ-ახალ სახიფათო თამაშებს ვიგონებთ და ხელს ვუწყობთ ადამიანების უკონტროლო თავშეყრებს.
მეგონა მეტი არაფერი გამაკვირვებდა და კარფურში უარეს სურათს გადავეყარე. ამ გაგანია პანდემიის დროს ქალი იდგა და კარალიოკებს სათითაოდ ჩიჩქნიდა ფრჩხილით.
სამოქალაქო თვითშეგნების ვაქცინა სანამ არ გამოვა, არ გვჭირს კარგი ამბავი“ – წერს გიორგი ხუხია.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close