საზოგადოება

„პრემიერისგან ველოდებით ახალ მინისტრთა კაბინეტს, სადაც არ იქნება ტიკარაძე, თურნავა და ჩხენკელი“ – სოფიო ხორგუანი

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფიო ხორგუანი სოციალურ ქსელში მთავრობაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობის შესახებ წერს:

„ახლა სრულიად სერიოზულად.
სანამ ქაჯანას ველოდებით, რომელიც შესძახებს, შედიიით, შეედით ან წადიიით, წადიიით,
ფაქტია, რომ პრემიერისგან ველოდებით ახალ მინისტრთა კაბინეტს, სადაც არ იქნება ტიკარაძე, თურნავა და ჩხენკელი. ჯანდაცვისა და სოციალური სისტემის რეფორმას სხვა გამოცდილება სჭირდება. ეკონომიკაში ახალი სუნთქვა და კლიშეებიდან თავის დაღწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. განათლება კი ამ ყველაფერის თავიცაა და ბოლოც. იუსტიციის მინისტრად თუ ნათია მეზვრიშვილს წარადგენენ, ლოგიკური და ჯანსაღი გადაწყვეტილება იქნება. რეგიონებში რწუნებულებსაც შეცვლის, იმედია.
ირაკლი კობახიძის ჭკუაზე სიარულს თუ არ დაამთავრებს პარტია, პარტიად ვერ ჩამოყალიბდება, მმართველი პარტია რომ არ იყოს, არ ვიდარდებდი.
p.s. ნაცმო რა იყო და არის, ვიცით! და მათი აზრები საკადრო ცვლილებებზე არ გვაინტერესებს! ყველაზე მეტად მათ აწყობთ სუსტების თანამდებობებზე შენარჩუნება!
p.p.s. დღევანდელი რომ სჯობს წარსულს, ვიცით. მაგრამ დღეს ერთ ადგილზე დგომა, უკან სვლას ნიშნავს!
p.p.p.s. ზურგს უკან მოჭორავე უსაქმურებსა და მავნებელ მლინქვნელებზე ვერ მოვცდები“ – წერს სოფიო ხორგუანი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close