მსოფლიო

ახალმა ზელანდიამ სასანქციო სიაში შეიყვანა 51 მოქალაქე და 24 მაღალჩინოსანი, რომლებიც უკრაინის რეგიონების ანექსიასთან არიან დაკავშირებული

ვაჭრობის მინისტრი: დღევანდელი დამატებითი შეზღუდვები კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს გზავნილს რუსეთისადმი, რომ ჩვენ არ დავაფინანსებთ და არ დავუჭერთ მხარს რუსულ სამხედრო მანქანას.

ახალმა ზელანდიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და „შავ სიაში“ კიდევ 75 პირი შეიყვანა. სასანქციო სიაში მოხვდა 51 მოქალაქე და 24 მაღალჩინოსანი, რომლებიც უკრაინის რეგიონების ანექსიასთან არიან დაკავშირებული. ასევე, შეზღუდვები დაუწესდა ორ კომპანიას.

ახალი ზელანდიის მიერ დაწესებული სანქციები შეეხო „გაზპრომბანკის“ ხელმძღვანელ ანდრეი აკიმოვს, „ლუკოილის“ ყოფილ პრეზიდენტ ვაგიტ ალეკპეროვს, „ვნეშეკონომბანკის“ თავმჯდომარეს სერგეი გორკოვს, „როსობორონექსპორტის“ გენერალურ დირექტორს ალექსანდრ მიხეევს, „ნოვატეკის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარეს ლეონიდ მიხელსონს, სახელმწიფო კომპანიის „ნორილსკის ნიკელის“პრეზიდენტს ვლადიმერ პოტანინს და სხვა პირებს.

ახალი ზელანდიის ვაჭრობის მინისტრის დემიენ ოკონორის განცხადებით, აპრილში ახალი ზელანდიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთიდან იმპორტი 75%-ით შემცირდა.

„დღევანდელი დამატებითი შეზღუდვები კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს გზავნილს რუსეთისადმი, რომ ჩვენ არ დავაფინანსებთ და არ დავუჭერთ მხარს რუსულ სამხედრო მანქანას“, – განაცხადა მინისტრმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close