რეგიონები

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საზღვარზე ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საზღვარზე ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გუშინ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სხვადასხვა კალიბრის მცირე ზომის იარაღიდან ცეცხლი გახსნეს სომხური სამხედრო პოზიციების მიმართულებით. თავდაცვის უწყების ცნობით, სომეხმა სამხედროებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.

აზერბაჯანის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ 10 ოქტომბერს, 23:00 საათზე, ბასარგეჩარის რაიონში განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გახსნეს ასთაფში მდებარე აზერბაიჯანული არმიის პოზიციების მიმართულებით. თავდაცვის უწყების განცხადებით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა შესაბამის საპასუხო ზომებს მიმართეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close