მსოფლიო

აშშ-ის ჯორჯიის შტატში დიდი ალბათობით მეორე ტური გაიმართება

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ჯორჯიის შტატში დიდი ალბათობით მეორე ტური გაიმართება.

სენატში ადგილის მოსაპოვებლად ერთმანეთს უპირისპირდებიან მოქმედი სენატორი – პასტორი რაფაელ უორნოკი და ფეხბურთელი ჰერშელ უოკერი.

ამ დროისთვის უორნოკს 49.4% , ხოლო უოკერს 48.5% აქვს. სენატში მანდატისთვის 50%-ზე მეტის მოპოვებაა საჭირო. ეს კი ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება 6 დეკემბრის შემდეგ.

ამ დროის მონაცემებით, სენატში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებსაც 48-48 ადგილი აქვთ მოპოვებული. წარმომადგენელთა პალატაში კი დემოკრატებს ჯერჯერობით 168, რესპუბლიკელებს კი 199 მანდატი აქვთ. უმრავლესობის მოსაპოვებლად 218 მანდატია საჭირო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close