პოლიტიკა

ერთმანეთს დაერივნენ, განუკითხაობაა, არ ვიცი რას ვერ იყოფენ – კახა კალაძე ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან შესაძლო გადაყების შესახებ

„ნაციონალური მოძრაობა“ მელიას გააგდებს, არ გააგდებს ან დატოვებს თანამდებობაზე, ეს მათი გადასაწყვეტია,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ერთმანეთს დაერივნენ, განუკითხაობაა, არ ვიცი რას ვერ იყოფენ, თუმცა, ეს მათი პარტიის შიდა თემებია და არ მინდა დეტალებში შევიდე, საინტერესოც არ არის. თუ რას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“, მელიას გააგდებს, არ გააგდებს ან დატოვებს თანამდებობაზე, ეს მათი გადასაწყვეტია“, – აღნიშნა კალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close