საზოგადოება

„არ მივდივარ არსად, სადაც დახურულ სივრცეში უპირბადო ადამიანები დამხვდებიან“ – ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პენდემიის გამო დაწესებული რეგულაციების გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„მთავრობის არ ვიცი და დღეში 1000 ინფიცირებულის და საათში ერთი გარდაცვალების მაჩვენებლის ფონზე, ჩემი კოვიდ რეგულაციები ასეთია:
1. თუ გარშემო არიან ადამიანები, პირბადეს ღია სივრცეშიც ვატარებ;
2. არ მივდივარ არსად, სადაც დახურულ სივრცეში უპირბადო ადამიანები დამხვდებიან (მათ შორის იგულისხმება ტელევიზიები, შეხვედრები თუ სხვა ადგილები);
3. ვაგრძელებ პირადი კონტაქტების მაქსიმალურად შემცირებას და კომუნიკაციის დროს დისტანციის დაცვას;
4. მიუხედავად გარკვეული უხერხულობისა, ვაძლევ შენიშვნას დახურულ სივრცეში უპირბადოდ მყოფ პირებს:))
რა თქმა უნდა, ეს არ არის გარანტია, მაგრამ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
გთხოვთ, თქვენც გაუფრთხილდეთ გარშემომყოფებს, პირბადე გვიცავს!“ – წერს ნინო ლომჯარია.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close