საზოგადოება

კომპანია „თელასი“ მომხმარებლებისთვის გაგზავნილ SMS შეტყობინებებზე განმარტებას აკეთებს

გუშინ “თელასის” აბონენტებმა ესემესი მიიღეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ მათ მრიცხველის მონაცემები თავად სპეციალურ საიტზე უნდა შეეყვანათ. როგორც კომპანიამ „მშობლები ჯი“-თან განმარტა, მონაცემების გაგზავნა სავალდებულო არ არის.

“პირველი ივლისიდან ახალი კომპანია იწყებს ოპერირებას, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია (“თელმიკო”). “თელასს” ქსელის ოპერირება და გამართულობაზე ზრუნვა, ახალი აბონენტების მიერთება და მათი განაცხადების მიღება რჩება. ხოლო, რაც შეეხება მომხმარებელთა მომსახურებას, მრიცხველებიდან ჩვენების აღებას, ქვითრის გაგზავნას და ახვა ახალი კომპანია უზრუნველყოფს. აქიდან გამომდინარე, 30 ივნისამდე მომხმარებელმა საფასური “თელასს” უნდა გადაუხადოს. ამის გამო, საინფორმაციო

ვებპორტალი ( telasi-chveneba3006.telasi.ge) შევქმენით და ესემესებიც გავაგზავნეთ. სურვილისამებრ, შეუძლია მომხმარებელს ამ მონაცემების გაგზავნა. სავალდებულო არ არის. თუ არ გამოგზავნიან, საშუალო მონაცემების დაანგარიშება მოხდება, ხოლო პირველი ივლისიდან ჩვეულებრივ, როგორც აქამდე ხდებოდა მრიცხველების  ამოწერა და ქვითრების გაგზავნა, გაგრძელდება, თუმცა ამას სხვა კომპანია განახორციელებს. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ, დარეკონ ჩვენს ცხელ ხაზზე (277 99 99) და მათ მიაწოდონ მრიცხველის მონაცემი ან მოვიდნენ “თელასის” მომსახურების ცენტრებში. როგორც აღვნიშნე, თუ მონაცემს არ დააფიქსირებენ, არ არის სავალდებულო, 30 ივნისის მდგომარეობით საშუალო ფასის დაანგარიშება მოხდება, რაც სემეკის მიერაა დადგენილი.” – განგვიცხადეს კომპანიაში.

მშობლები. ჯი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close