სხვადასხვა

ნიანგის მიერ დაგლეჯილი ქალი კომიდან გამოვიდა და ნიანგების უფლებების დამცველი გახდა

მექსიკაში ნიანგების თავდასხმის შედეგად დაზიანებული ინგლისელი ქალი მათი უფლებებისთვის ბრძოლის დაწყებას გეგმავს.

2021 წლის გაზაფხულზე 28 წლის მელისა ლაური და მისი ტყუპისცალი და ჯორჯია მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ გაემგზავრნენ. მაისის ბოლოს გოგონები კურორტ პუერტო ესკონდიდოს მახლობლად ისვენებდნენ, როდესაც ღამით ტბაში ბანაობა გადაწყვიტეს. თითქოს საფრთხეს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ მოულოდნელად ნიანგები გამოჩნდნენ და მელისა წყლის ქვეშ ჩაითრიეს. ჯორჯიამ მოახერხა დის გადარჩენა და მელისა ქვეწარმავლის პირიდან ფაქტობრივად, შიშველი ხელებით გამოგლიჯა. უმოწყალოდ დაგლეჯილი მელისა საავადმყოფოში მოათავსეს და ხელოვნური კომაში შეიყვანეს. ექიმები დარწმუნებულნი არ იყვნენ, რომ გოგონა გადარჩებოდა.

Жертва крокодилов вышла из комы и начала бороться за их права

მომხდარის შემდეგ, მექსიკის მთავრობამ ნიანგების მასიურად ხოცვის გადაწყვეტილება მიიღო. როდესაც მელისა კომიდან გამოვიდა და  ამ ინიციატივის შესახებ გაიგო, განაცხადა, რომ მექსიკის მთავრობას გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვს.
”აღშფოთებული ვარ. რაც მე დამემართა, უბედური შემთხვევაა და ნიანგები ამის გამო არ უნდა დაისაჯონ“ – თქვა მელისამ.

დების მონაყოლიდან ირკვევა, რომ ტბაზე, სადაც ისინი ბანაობდნენ, ნიანგების არსებობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი არ ყოფილა. გოგონებს თან ახლდა არაპროფესიონალი გიდი, რომელიც მომსახურებას უკანონოდ ასრულებდა. მან დები დაარწმუნა, რომ ლაგუნაში ბანაობა უსაფრთხოა და არაფერი უთქვამს იმაზე, რომ წვიმიან სეზონზე ეს ტბა ნიანგების თავშეყრის ადგილია.

Жертва крокодилов вышла из комы и начала бороться за их права: Люди: Из  жизни: Lenta.ru

მექსიკის ტურიზმის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ლაგუნაში ბანაობის სრულ აკრძალვას გეგმავს.
„თუ ხელისუფლებას ტურისტების მომსახურებასა და ველური ბუნების დაცვას შორის არჩევანის გაკეთება მოუწია, ცხოველები მთავარ ადგილზე უნდა იყვნენ”, – ასეთი კომენტარი გააკეთა მექსიკის მთავრობის გადაწყვეტილებაზე მელისამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close