რეგიონები

არ გამოვაქვეყნებ სტატისტიკას რამდენი მაღაროელი დაიღუპა უსაფრთხოების ნორმები რომ არ არის დაცული. ცნობისთვის ვიტყვი, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა საქართველო ამ მხრივ!..

?სხვა მოთხოვნებზე არ გავამახვილე ყურადღება. მხოლოდ ეს მოთხოვნაა საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანი, ვისაც სისხლის ნაცვლად ბორჯომი არ უჩქეფს ძარღვებში, მიხვდეს რა დღეში არიან მაღაროელები.
ახლა მთავარი:
?როგორც ხდება ხოლმე, ერთ-ერთმა რედაქციამ “შემთხვევით” მოიპოვა მაღაროში მომუშავეთა ხელფასი და რა თქმა უნდა, გამოაქვეყნა, სათაურით – “მაღაროელის ხელფასი, რომელმაც თვალები ამოიკერა, რამდენიმე ათასი ლარი იყო”.
?პირველ რიგში, კანონით, არავის აქვს უფლება “თვალისჩინ სკამოსანთა” გარდა, ვინმეს ხელფასი გაასაჯაროვოს. ამ სათაურში კი ხედავთ “ჩაზუსტებას”.
კარგით, ამას თავი დავანებოთ. შემდეგი და მთავარი – ხელფასები!
?ამფეთქებელი – 2800-ზე მეტი;
გვირაბგამყვანი – 3300-ზე მეტი;
ელექტრიკოსი – 3200-ზე მეტი;
მებიგე – 3200-ზე მეტი;
მიწისქვეშა მტვირთავი მანქანის მემანქანე -3500-ზე მეტი;
მტვირთავი მანქანის მემანქანე – 3400-ზე მეტი;
რკინიგზელი – 1000-ზე მეტი;
დამხმარე მიწისქვეშა მტვირთავის მემანქანე – 3000-ზე მეტი;
გვირაბგამყვანის დამხმარე – 2800-ზე მეტი;
სამთო ოსტატი – 3600-ზე მეტი;
დამხმარე მიწისქვეშა მტვირთავის მემანქანე – 2900-ზე მეტი;
ელმავლის მემანქანე – 2400-ზე მეტი.
? მაღალი ხელფასებია, კი. 20%-ს სახელმწიფო რომ წაიღებს და რაც დარჩება ეს მაღალია, ნამდვილად, მაგრამ მათთვის, ვინც “რჩეულია” და ვისაც სამსახური თვეში ერთხელ, ხელფასის დღეს ახსენდება. დიახ, მათთვის ძალიან მაღალიც კია! და ასეთები, თვეში ერთხელ ბანკომატთან მისვლაც კი რომ ეზარებათ, ბევრი ჰყავთ “დასაქმებული”.
? მაგრამ რაშია საქმე? ჯორჯიან მანგანეზის ფაქტიური მმართველი „ქართული ოცნების“ ოქროს მოწმე და იძულებით წილების დათმობაში ბრალდებული, ხელისუფლების ფავორიტი ბიზნესმენი – გიორგი კაპანაძეა (იგივე რიჟა). ჰოდა “რიჟას” ხომ არ გაწირავენ?
? რიჟას “სასტავის” გამოქვეყნებული ხელფასების სია, მეხდამცემი სათაურით, იმ გამოცემამ გამოამზეურა, რიჟას ნათესავი (არ ჩავაზუსტებ) რომ მართავს. გიგი უგულავას დაქალი რომ იყო, მიშას ფავორიტკა, შევარდნაძის “ლუბიმჩიკი” – ყველა დროში საჭირო!
? 1. ამფეთქებლის პროფესია, სიცოცხლისათვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პროფესიად მიიჩნევა. საქართველოში ეს კადრი “დეფიციტში ზის”. 2. გვირაბგამყვანის და სხვა პროფესიის, რაც ზემოთაა ჩამოთვლილი, მუშა, სანთლით მოსაძებნია. 3. ძველი თაობა წავიდა, ახალ თაობას არ უნდა თავისი სიცოხლის რისკის ფასად კაპიკები შეიტანოს სახლში.
თუმცა, ისინი, ვინც ქოცურ წითელ ხალიჩაზე დადიან, ამას ვერ გაიგებენ!
? არ გამოვაქვეყნებ სტატისტიკას რამდენი მაღაროელი დაიღუპა უსაფრთხოების ნორმები რომ არ არის დაცული. ტექნიკა რომ უძველესია და მაღარო რომ ჩამოინგრა არაერთხელ. ცნობისთვის კი ვიტყვი, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა საქართველო ამ მხრივ!
? და ვინც, მაღაროელს ხელფასს დაამადლის, მართალია უფლის სამართლის არ სჯერათ, მაგრამ იგემებს, დარწმუნებული ვარ!”
წერს დარეჯან მეფარიშვილი
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close