საზოგადოება

თქვენი ხელფასები მინიმუმ იმ 12 რისკ -ფაქტორზე გადაამრავლეთ, რომლის ქვეშაც უწევთ მაღაროელებს მუშაობა და თავად გამოითვლით რამდენი უნდა იყოს მათი ხელფასი – ნინი ჭელიძე

ნინი ჭელიძე:

რამოდენიმე პოსტი შემომხვდა ისეთი ხალხისგან დაწერილი, მაღაროსა და შახტას შორის რომ კითხო განსხვავება იმას რომ ვერ გეტყვიან და ახლოსაც რომ არ ჩაუვლიათ არც მაღაროსთან და არც შახტასთან!ხელფასებიო თურმეო სამიათასი ჰქონიათო და რა გაფიცვები აუტყდათ ეხლაო? ვიღაც მათ მანიპულირებას ახდენსო და ა.შ და ა.შ. ხო და ეხლა ერთი სიტყვა მეც მათქმევინეთ და მიპასუხეთ ,ბოლოს როდის იმუშავეთ მაღაროში?ბოლოს როდის იარეთ რეზინის ჩექმებით ფეხით ,,შპალებზე,, 10-10 კილომეტრი წყალში და შლამში? ბოლოს როდის აიხედეთ მაღაროს კედლებს, ჭერს და იქ მოდებულ სოკოს? ბოლოს როდის გაგაფრთხილათ ბრიგადირმა ,ბიგებს არ შეეხო, ირყევაო? ბოლოს როდის ესაუბრეთ გვირაბის გამყვანს და უბნის ოსტატს? ვერ მეტყვით! მე კი გეტყვით, 2017 წლის დეკემბერში! გნახავთ როგორ გამორბიან ჩამონგრეული მაღაროს კედლებიდან გადარჩენილი მუშები? და ვინც ვერ გადარჩა? და ვინც ისეთი დაავადებებით დაავადდა როგორიცაა ფილტვის კიბო, ვიბრაციული დაავადება, მაღაროელთა პნევმოკონიოზი, კუჭის წყლული,სახსრებისა და კუნთების სხვადასხვა ტიპის პათოლოგიები?ბევრისგან განსხვავებით ვინც ყველაფერში პოლიტიკას ხედავს,მე ვიცი სიმართლე: ამოუვიდათ ყელში ამდენი დაცინვა მაღაროელებს, დაიღუპა მთელი ერთი თაობა და ეხლა მორიგი თაობის ჯერია არა? რა სამიათასი ლარი ხელფასი ხალხო? თქვენ საოფისე საქმეს რომ აკეთებთ ბევრნი , ადამიანების სიცოცხლეზე რომ პასუხისმგებლობა არ გაკისრიათ და პათოლოგიური სტრესის და შიშის ქვეშ რომ არ მუშაობთ დღეში მაქს. 8 საათს, რამდენი გაქვთ ხელფასი? აი ეგ თქვენი ხელფასები მინიმუმ იმ 12 რისკ -ფაქტორზე გადაამრავლეთ, რომლის ქვეშაც უწევთ მაღაროელებს მუშაობა და თავად გამოითვლით რამდენი უნდა იყოს მათი ხელფასი,თუმცა რა რაოდენობაც არ უნდა მიიღოთ ჯამში, რისკები რისკად რჩება და მაღაროელის სიცოცხლეს არავინ და ვერაფერი იცავს!

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close