საზოგადოება

არ გამოგივა, შალვა, შევარდნაძის გათეთრება – აი ასე უნამუსოდ, КГБ-ს სტილში აბრალებს შალვა ნათელაშვილი დიდ ზვიად გამსახურდიას აფხაზეთის დაკარგვას! – სანდრო ბრეგაძე

როგორ ბედავ, შალვა, რომ ზვიადს სკამისთვის ბრძოლას აბრალებ?!  საერთოდ არა გრცხვენია, შალვა?!  ასეთ უნამუსობას თენგიზა კიტოვანიც არ კადრულობს.

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება.

„ნათელაშვილზე არასოდეს არაფერი დამიწერია, მაგრამ როდესაც ის ბედავს და ცილს სწამებს ზვიად გამსახურდიას – გაჩუმება ღალატის ტოლფასია!

 არ გამოგივა, შალვა, შევარდნაძის გათეთრება – აი ასე უნამუსოდ, КГБ-ს სტილში აბრალებს შალვა ნათელაშვილი დიდ ზვიად გამსახურდიას აფხაზეთის დაკარგვას!

 „საბედისწერო გამოდგა  პრეზიდენტ გამსახურდიას  უდროო დროს დაბრუნებაც საქართველოში, როცა წყდებოდა ომის ბედი. როგორც კი დაინახა შევარდნაძემ ზუგდიდში ჩამოსული გამსახურდია, იმ წუთას გადაწყვიტა აფხაზეთის ჩაბარება, ასე რომ, ეს სალოცავი მიწა და ხალხი ამ ორი პიროვნების სკამისთვის ბრძოლასაც შეეწირა. რომ არა ეს საბედისწერო ჩვენი შეცოდებანი, ვერავითარი რუსი თუ კართაგენელი ვერ შესძლებდა სოხუმის აღებას და აფხაზეთის მოგლეჯას“, – აცხადებს ნათელაშვილი!

 როგორ ბედავ, შალვა, რომ ზვიადს სკამისთვის ბრძოლას აბრალებ?!

 საერთოდ არა გრცხვენია, შალვა?!

 ასეთ უნამუსობას თენგიზა კიტოვანიც არ კადრულობს. შალვა ბატონო – ზვიად გამსახურდიას ჩამოსვლამ კი არ გამოიწვია აფხაზეთის დაკარგვა, არამედ იმან, რომ ჯერ იარაღით დაამხეთ კანონიერი ხელისუფლება, ხოლო შემდეგ ჯაბა იოსელიანის და სხვა კრიმინალი-ხუნტის ჯალათების ე.წ. პარლამენტში შექანდით და შევარდნაძისგან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობა მიიღეთ ჯილდოდ!

 იურიდიული კომიტეტის სავარძლიდან (რომელიც კურირებდა შსს-ს და პროკურატურას) ჯერ ხელის გადატყავებამდე უკარით ტაში შევარდნაძის მიერ საქართველოს გაყიდვას, პროკურატურას საქმე აღაძვრევინეთ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ და ამავე დროს სიამოვნებით უცქერდით თბილისში მიტინგების დახვრეტას, სამეგრელოს ეგზეკუციას, მკვლელობებს, ყაჩაღობებს და სამშობლოს ღალატს!

 ამიტომ, სანამ ზვიად გამსახურდიას სახელს ახსენებთ აუგად, მანამდე თქვენი ჭუჭყიანი პირი გამოირეცხეთ!

 ზვიადი რომ არ დაგემხოთ – აფხაზეთი დღესაც დე-ფაქტო საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდა და ესაა ყველა „პუტჩისტის“ უდიდესი დანაშაული ქართველი ერის წინაშე“, – წერს სანდრო ბრეგაძე.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close