საზოგადოება

ეს ბატონიც დაუყოვნებლივ აღმოჩნდა ივანიშვილის მთავრობაში თუ არ ვცდები მინისტრის მოადგილედ საიდანაც მისი მანიაკალურობით გაოცებულმა ბელადმა წიხლისკვრით გამოაგდო – შალვა ნათელაშვილი სანდრო ბრეგაძის შესახებ

ქვეშ ჩაშარდულო ბრეგაძე –გამსახურდიას დამხობაზე გიჯობს კითხვები კიტოვანს დაუსვა მასთან ერთად რუსეთის ფსბ-ს დავალებით აქციებზე რომ დატანტალებ და ასევე შეგიძლია შეეკითხო შენს ბელად–დამფინანსებელ ივანიშვილსაც რომელიც 9 აპრილის მთავარი ჯალათის გენერალ ლებედის დამფინანსებელი და უკვე 1995 წელს მოსკოვში,მისი საპრეზიდენტო საარჩევნო შტაბის უფროსიც იყო.

“ალბათ ყველას გახსოვთ საკუთარი აქციიდან გაპარულ-დამალული და მერე მიქელასავით საკაცეთი გამოცხადებულ–ნაწამები, მორფში ჩაბუჟბუჟებული, ზვიადისტად თვითწოდებული სანდრო ბრეგაძე, მაგრამ ალბათ ყველას არ გახსოვთ როგორ წველიდა ზვიადისტის მოწმობით ასლან აბაშიძეს, მერე ვარდების რევოლუციისას როგორ აღემართა ვითომდა დაუძინებელი მტრის სააკაშვილის გვერდით ტრიბუნაზე, შეჰფიცა მას საუკუნე ერთგულება და შეუქმნა სატელიტი საპარლამენტო ფრაქცია რომლის დახმარებითაც მაშინ მიღებულმა კანონებმა დღემდე უზრუნველჰყო ერთპარტიული რეჟიმი საიდანაც კიდევ ვერ გამოვდივართ.

ეს კიდევ არაფერი მოგეხსენებათ ხარისხიან ნარკოტიკებს კარგი ფული სჭირდება და ეს ბატონიც დაუყოვნებლივ აღმოჩნდა ივანიშვილის მთავრობაში თუ არ ვცდები მინისტრის მოადგილედ საიდანაც მისი მანიაკალურობით გაოცებულმა ბელადმა წიხლისკვრით გამოაგდო. შემდგომ ამ დაუცხრომელმა ეროვნულ— ზვიადისტმა პუტინის თაყვანისმცემელთა რიგებში გადაინაცვლა და არ დატოვა მოსკოვიდან შემოსული სპეცდსამსახურების არცერთი თეთრი სადაც ბინძური ხელები არ აფათურა. ახლა ვხედავ ჩემზე გამოუცხვია ბიძინისტურ მასმედიაში პოსტი სადაც გამსახურდიას დამხობიდან მის პასუხისგებაში მიცემამდე ყველაფერს მე მაბრალებს. ეს მხოლოდ იმიტომ რომ ფეისბუქზე დავწერე პოსტი სადაც განვაცხადე,—- აფხაზეთის ყოფნა–არ ყოფნის დღეებში გამსახურდიას საქართველოში ჩამოსვლა იყო შეცდომა, რადგან ამან ისედაც დამფრთხალ შევარდნაძეს გადააწყვეტინა აფხაზეთის ჩაბარება და გამოვიდა რომ ეს მიწა ამ ორი პიროვნების სკამსაც შეეწირა და ეს ნამდვილად არის ასე. ქვეშ ჩაშარდულო ბრეგაძე –გამსახურდიას დამხობაზე გიჯობს კითხვები კიტოვანს დაუსვა მასთან ერთად რუსეთის ფსბ-ს დავალებით აქციებზე რომ დატანტალებ და ასევე შეგიძლია შეეკითხო შენს ბელად–დამფინანსებელ ივანიშვილსაც რომელიც 9 აპრილის მთავარი ჯალათის გენერალ ლებედის დამფინანსებელი და უკვე 1995 წელს მოსკოვში,მისი საპრეზიდენტო საარჩევნო შტაბის უფროსიც იყო. საერთო ჯამში ამ არარაობისთვის არ უნდა მეპასუხა,მაგრამ სამწუხაროდ მისნაირნი ჩვენს საზოგადოებაში კიდევ არიან, რომლებმაც ზვიადისტობა გადააქციეს პურის,თანამდებობის, სტატუსის სავაჭრო ტალონად და რომლებმაც დააქციეს არა მარტო გამსახურდია არამედ საქართველო.აი ასეთების მხილება—დამთავრება საქართველოს აღდგენის დასაწყისი იქნება”_ წერს ნათელაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close