Sliderსამართალი

ნაციონალური მოძრაობის წევრი თანაპარტიელის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ენმ-ის აქტივისტი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში, სწორედ, მისი საჯარო პოსტი დაედო საფუძვლად თენგო სანაიას საქმეზე გამოძიების დაწყებას. მუმლაძე უარყოფს, რომ მან სანაიას პროვოკაცია მოუწყო. მუმლაძის განცხადებით, სანაია მას დაემუქრა.

„ნაციონალური მოძრაობის” აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია „ფეისბუკის” პირად გვერდზე წერს, რომ პოლიციამ დააკავა ამავე პარტიის წევრი თენგო სანაია. როგორც შენგელია აღნიშნავს, დაკავებულის სახლში ჩხრეკაც ჩატარდა.

ენმ-ის აქტივისტი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში, სწორედ, მისი საჯარო პოსტი დაედო საფუძვლად თენგო სანაიას საქმეზე გამოძიების დაწყებას. მუმლაძე უარყოფს, რომ მან სანაიას პროვოკაცია მოუწყო. მუმლაძის განცხადებით, სანაია მას დაემუქრა.

„იარაღით შუბლის გახვრეტით მემუქრება, რათა პასუხი გამეცა. ამ უბინძურეს ბრძოლაში, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – აღნიშნა გიორგი მუმლაძემ. ერთი დღით ადრე მან „ფეისბუკის” პირად გვერდზე „სქრინები” გამოაქვეყნა, რომლებიც, აქტივისტის ცნობით, ასახავს თენგო სანაიასთან მიმოწერას, რომელშიც, სავარაუდოდ, ენმ-ის წევრი მას ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრება.

რადიო თავისუფლება

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close