Sliderპოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე მეჩაიე დეპუტატები არიან, ერთჯერადი გამოყენების – ბერძენიშვილი

„ვინც ჩემი ქვეშევრდომი არ არის ყველა ჩემი მტერია“ – ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხაზი. ვინც ჩემთან არ ხართ და არ მემორჩილებით ყველა ხართ „ნაცი“. მეორე ფრონტი გამიგია, მეორე ხაზი კი არ გამიგია.

კობახიძემ რაც თქვა საკმარისი არ აღმოჩნდა და მდინარაძე შეეშველა, მდინარაძეც საკმარისი არ აღმოჩნდა. ეს სამი იცით როდიდან არიან „ქართული ოცნების“ წევრები, სახელისუფლებო „ქართული ოცნების“ წევრები არიან.

არცერთი მათგანი არცერთი ხელისუფლების ოპონენტი არ ყოფილა, არცერთი მათგანს ერთი სიტყვა არ დასცდენია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იმ ხელისუფლების წინააღმდეგ.

ესენი არიან ვინც მოვიდა გაუმარჯოს, თავის დროზე ასეთ ხალხს მეჩაიე დეპუტატებს ვეძახდი, რაკი ჩაი აღარ გვაქვს, ახალგაზრდებისთვის ვიტყვი, რომ ეს არის ერთჯერადი გამოყენების ხაზი. არის ბიძინა? არის კობახიძე, არ იქნება ბიძინა და არ იქნება კობახიძე“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ- ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც არჩილ თალაკვაძის განცხადება შეაფასა, სადაც ის ამბობს, რომ ბერძენიშვილები „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე სიხშირე არიან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close