სხვადასხვა

ჟურნალისტი, რომელმაც რუსულ ტელეარხზე პირდაპირ ეთერში ომი გააპროტესტა უკრაინელი მამის გვარზე გადადის

მე არ ვარ "კარგი რუსი", მე ვარ უკრაინელი. უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად ვაპირებ ოვსიანიკოვის  გვარის შეცვლას მშობლიური ტკაჩუკით

რუსი ჟურნალისტი, რომელმაც უკრაინაში ომი რუსულ ტელეარხზე პირდაპირ ეთერში გააპროტესტა, ამბობს, რომ ის თავს უკრაინელად გრძნობს და მხარდაჭერის ნიშნად გვარს შეიცვლის. მარია ოვსიოანიკოვამ, რომლის მამაც უკრაინელია, ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა.

“მე არ ვარ “კარგი რუსი”, მე ვარ უკრაინელი. უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად ვაპირებ ოვსიანიკოვის  გვარის შეცვლას მშობლიური ტკაჩუკით​”, – წერს ჟურნალისტი.

ოვსიოანიკოვა რუსულ სახელმწიფო მედიაში  რედაქტორად მუშაობდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მარტში ის პირდაპირ ეთერში ბანერით – “არა ომს” გამოჩნდა. ჟურნალისტი მალევე დააკავეს, თუმცა ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ამჟამად ის გერმანიაში, ემიგრაციაში ცხოვრობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close