საზოგადოება

პეტიციის შექმნა დაიწყეს, მოდი, ლევან ბერძენიშვილს ლექციები ავუკრძალოთო და მთელი საქართველო გადაიმტერეს, საკუთარი ორკების გარდა – დავით ბერძენიშვილი

დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება გაბრიყვდა! როდესაც პეტიციის შექმნა დაიწყეს, მოდი, ლევან ბერძენიშვილს ლექციები ავუკრძალოთო, მთელი საქართველო გადაიმტერეს, საკუთარი ორკების გარდა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ- ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, პეტიციის შექმნა არც „იმ ქოცებმა მოიწონეს, ვისაც წიგნიერებასთან რაიმე აკავშირებს“.

„ხელისუფლება გაჯიუტდა შეცდომაში. შეცდომაში გაჯიუტებას ლათინურად ჰქვია – „სიბრიყვე“. დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება გაბრიყვდა! როდესაც დაიწყეს პეტიციის შექმნა, მოდი, ლევან ბერძენიშვილს ავუკრძალოთ ლექციები მთელი საქართველო გადაიმტერეს საკუთარი ორკების გარდა, არც „ქოცებმა“ მოუწონეს, ვისაც წიგნიერებასთან [რაღაც აკავშირებს]“,- აღნიშნავს ბერძენიშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close