პოლიტიკა

ჩვენი სურვილია, დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იყოს – შალვა პაპუაშვილი

არჩილ თალაკვაძის მერობაზე ინფორმაცია მცდარია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის. რა თქმა უნდა, კანდიდატი კახა კალაძე იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მგონი, ჩვენი თანამოქალაქეები ხედავენ, თუ რამხელა ძვრები გამოიწვია კახა კალაძის მერობამ თბილისში, ხედავთ, როგორი ურბანული ძვრებია ეკოლოგიური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე: „დაზუსტებულია თუ არა კალაძის მერობის კანდიდატობის საკითხი“, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მათი სურვილია, დედაქალაქის მერობის კანდიდატი კალაძე იყოს.

„როცა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, თავად კალაძის გადასაწყვეტია, მას სურს თუ არა, რომ ამ ბრძოლაში შევიდეს, მაგრამ ჩვენი სურვილია, „ქართული ოცნებიდან” მერობის კანდიდატი ის იყოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close