საზოგადოება

ამის შემყურე როგორ ვესაუბრო მშვიდად ადამიანებს, რომლებსაც პანდემია ფარსი ჰგონიათ – თამარ ჟამურაშვილი

გერმანიაში, შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების ექიმი, თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში ერთი წლის წინანდელ ფოტოს და სტატუსს აქვეყნებს და წერს:

„მთელი წელი გასულა ამ გულისმტკენელი სტატუსის შემდეგ. მთელი წელი გვქონდა ჭკუის სასწავლებლად და ვაი რომ ბევრი არაფერი შეცვლილა…
დღესაც ისევე და უფრო უარესად მიჭირს ასეთ არსებებთან კონტაქტი, რომლებიც თავს რატომღაც ადამიანს უწოდებენ…
კაცია ადამიანი..“

„ამის შემყურე როგორ ვესაუბრო იმ უსახურ და ტვინატროფირებულ ადამიანებს მშვიდად და გაწონასწორებულად, რომელთაც ეს პანდემია ფარსი ჰგონიათ და თან “ექიმები გვატყუებენო” გაიძახიან…

თბილად სხედან სახლში და ადამიანებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად მიდიან ყოველ დღე კლინიკაში, მატყუარას უწოდებენ და ცილს სწამებენ… სად არის სამართალი??“ – წერს თამარ ჟამურაშვილი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსთან ბრძოლის დროს გარდაცვლილი  ექთნების  პატივსაცემად თეთრი სახლის წინ 88 წყვილი თეთრი ფეხსაცმელი გამოფინეს. პერფორმანსი ერთგვარ პროტესტაც წარმოადგენდა, ადამიანები არასაკმარის სამედიცინო აღჭურვილობას აპროტესტებდნენ, რის გამოც მედდები დაინფიცირდნენ და დაიღუპნენ. აქციის მონაწილეებმა 88 მედდის სახელი ხმამაღლა წაიკითხეს.

ფოტოს აღწერა მიუწვდომელია

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close