საზოგადოება

ვემიჯნები ქრისტეს სახელით საკუთარი სიბნელის ტირაჟირებას! – პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„არ ვიცი რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში, არ ვიცი რომელია სიმართლე, რომელი ჭორი, მაგრამ ყველანაირი ძალადობა, თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, დასაგმობი და პასუხისგებაში მისაცემია.
იმედია გამოძიება სიმართლეს გამოავლენს და არავის ექნება მცდელობა, ვიმედოვნებ, არც ერთი მხარე შეეცდება ფაქტები დაამახინჯოს და მათთვის სასურველი სამოსით შეფუთოს ბავშვთა საქმე.
ზოგადად, ვინც პრობლემაზე საუბრობს ის არ არის მტერი და დამაქცევარი, მტერი ის არის, ვინც ძალადობას და უღმერთო ანგარიშსწორებას ხელს აფარებს.
და საერთოდ, დროა ქრისტიანობა ვისწავლოთ და მისი უმთავრესი პრინციპი-თ ა ნ ა ს წ ო რ ო ბ ა ცხოვრების წესად ვაქციოთ.
ვეიჯნები ძალადობას, აგრესიას, ქრისტეს სახელით საკუთარი სიბნელის ტირაჟირებას!“ – წერს პეტრე კოლხი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close