პოლიტიკა

დიახაც, მე გადავდგი პირველი ნაბიჯი – ალეკო ელისაშვილი და ნიკა მელია შერიგდნენ

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ ნიკა მელიას თვითმმართველობის არჩევნებზე მოგების შანსი არ აქვს და ოპოზიციური ერთიანობა ბლეფია, ამჯერად დიდი შერიგების შესახებ საუბრობს:

„ჩვენ გავარკვიეთ ერთმანეთში პირადი ურთიერთობა. ვსაუბრობდით იმ ჩვენს არასასიამოვნო გადაძახილ-გადმოძახილზე, რომელიც მანამდე იყო და მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შორის გაირკვა რაღაცები, ჩემს და ნიკას შორის. შეიძლება ვთქვათ, რომ შევრიგდით“,- განაცხადა ელისაშვილმა.

დიახაც, მე გადავდგი პირველი ნაბიჯი ალეკო ელისაშვილთან მიმართებაში, – დაადასტურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურ სპექტრში მაქსიმალურად იყოს ურთიერთგაგება. დიახაც, მე გადავდგი პირველი ნაბიჯი მასთან მიმართებაში. არ მერიდება ამის თქმა, რადგან ამ ქვეყნის წარმატებას ვხედავ ერთობაში და ძალთა გაერთიანებაში. არ ნიშნავს, რომ ჩვენ კონკრეტული კანდიდატების გარშემო უნდა ვიყოთ გაერთიანებულები დროდადრო და ამის შემდეგ გვეძლეოდეს ამის თქმის შესაძლებლობა, რომ აი, ხომ ხედავთ, ერთობა არის სახეზე. არა, ვფიქრობ, ოპოზიციონერებს გვმართებს ელემენტარულად ადამიანური ურთიერთობები გვქონდეს შენარჩუნებული, რადგან წარმოვადგენთ ხალხს. ვიღაცა მეტს, ვიღაც ნაკლებს, მაგრამ ყველა პოლიტიკოსი, რომელიც იბრძვის ივანიშვილის წინააღმდეგ, ჩვენთვის არის ძვირფასი. თუკი სადმე ურთიერთობების ძაფი გაწყდა, ყველაფერს ვცდილობ, ვეცდები ბოლომდე და ვფიქრობ, რომ გამოგვივა ეს ურთიერთობები აღდგეს. ვფიქრობ, სწორი გადადგმული ნაბიჯია“,- განაცხადა მელიამ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close