საზოგადოება

„ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით!“ – „პედაგოგის“ კომენტარი „მთავარი არხის“ კომენტარებში

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულმა სიკვდილმა მთელი საქართველო შეძრა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ჩვენს გვერდით ცხოვრობს ადამიანი, რომლისთვისაც განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. სოციალურ ქსელში, “მთავარი არხის” კომენტარებში პედაგოგი ლია ჩხენკელი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით წერს:

“ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით”-წერს ლია ჩხენკელი.

ბუნებრივია, კომენტარმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, რასაც ჩხენკელის მხრიდან  ფეისბუქის პროფილის გაუქმება მოჰყვა.

იმედს ვიტოვებთ, რომ მომხდარით განათლების სამინისტრო დაინტერესდება და იმ შემთხვევაში, თუ ქალბატონი ნამდვილად პედაგოგია, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close