საზოგადოება

კორონავირუსის ცხრავე ახალი შემთხვევა შემოტანილია – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ცხრავე ახალი შემთხვევა შემოტანილია.

მისივე თქმით, მათ კორონავირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდათ.

ეზუგბაია ამბობს, რომ ახალ ინფიცირებულებს შორის ხუთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„ქვეყანაში დაგვემატა ცხრა ახალი შემთხვევა, იყო 986 და გახდა 995. ცხრა ახალი შემთხვევა ყველა შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში, ხუთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და ის კვლავ 857-ს შეადგენს.

„დღეის მონაცემებით გამოჯანმრთელებულები არ გვყავს, რჩება 857“, – განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 151 პაციენტი მკურნალობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close