სხვადასხვა

მოკლე კაბა, გრძელი თმა, ჯინსი და სამკაულები – რა ეკრძალებოდათ საბჭოთა მოსწავლეებს?

მოკლე კაბა, გრძელი თმა, ჯინსი და სამკაულები – ერთად გავიხსენოთ რას და რატომ უკრძალავდნენ საბჭოთა სკოლის მოსწავლეებს.

მოკლე კაბა

Советские школьницы в коротких юбках. | Фото: pimg.mycdn.me.

საბჭოთა კავშირში გრძელი კაბების მოდა 1980-იანი წლების ბოლოდან შემოვიდა. მანამდე უფროსკლასელი გოგონები სკოლაში ძირითადად, მოკლე კაბებით დადიოდნენ, თუმცა ზოგჯერ კაბის სიგრძე დასაშვებზე უფრო მოკლე იყო. კაბის სიგრძეს ყველა სკოლა განსხვავებული კრიტერიუმებით უდგებოდა. ყველაფერი პედაგოგიურ კოლექტივზე იყო დამოკიდებული – ზოგან ამას მშვიდად ხვდებოდნენ, ზოგან კი მოკლე კაბა და ქვედაბოლო სასტიკად იკრძალებოდა. ზოგ სკოლაში გოგონებს მწკრივში აყენებდნენ და მუხლიდან კაბის ბოლომდე სიგრძეს უზომავდნენ. თუ დაშორება 10 სმ. აჭარბებდა, გოგონას სახლში, ტანსაცმლის გამოსაცვლელად უშვებდნენ.

გრძელი თმა

Школьникам запрещалось носить длинные волосы. | Фото: s16.stc.all.kpcdn.net.

საბჭოთა სკოლის მოსწავლე ვაჟებს თმის გაზრდა სასტიკად ეკრძალებოდათ. ითვლებოდა, რომ მამაკაცის მოზრდილი თმა „დამპალი დასავლეთის“ გავლენაა, რომელიც კარგს არაფერს მოიტანს. ბიჭებს მოზრდილ თმებზე მიუთითებდნენ და საპარიკმახეროში აგზავნიდნენ, ხოლო თუ მოსწავლე შენიშვნას არ ითვალისწინებდა, პირდაპირ სკოლაში კრეჭდნენ.

კოსმეტიკა და სამკაულები

Школьницы в 1980-е гг.

1980-იან წლების დასაწყისიდან მოზარდ გოგონებში მაკიაჟის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი შეიმჩნეოდა. თვალწარბ და ტუჩებშეღებილი გოგონების მიმართ საბჭოთა სკოლამ საგანგებო ზომები შეიმუშავა – ისინი სკოლის საპირფარეშოში მიჰყავდათ და პირის დაბანას აიძულებდნენ.
აკრძალვები ეხებოდა ფრჩხილების შეღებვასაც. სამკაულების ტარება ფასდებოდა როგორც კოლექტივისგან გამორჩევის მცდელობა. გოგონებს ეკრძალებოდათ ბეჭდების, საყურეების და მძივების ტარება. საყურეებიანი ბიჭის შემთხვევაში, სკოლაში აუცილებლად მშობელს იძახებდნენ.

ჯინსი

Ношение джинсов не приветствовалось в школах. | Фото: volga-design.ru.

კიდევ ერთი აკრძალვა საბჭოთა მოსწავლეებისთვის იმ დროისთვის დეფიციტური ჯინსი გახლდათ. შეზღუდვა 1990-იანი წლების ბოლოსაც კი შეინიშნებოდა, როცა სასკოლო ფორმის ტარება აუცილებელი აღარ იყო.

სააღდგომო კვერცხი და ქრისტიანული დღესასწაულები

В СССР все должны были быть атеистами. | Фото: pravmir.ru.

საბჭოთა იდეოლოგიის თანახმად, საბჭოთა მოქალაქე ათეისტი უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალობა განსხვავებული გახლდათ. სკოლის დირექცია ვალდებული იყო, რომ მოსწავლეებისთვის სკოლაში სააღდგომო კვერცხებისა და პასკების მიტანა აეკრძალა.

„დიპლომატი“

Дипломаты у школьников стали популярными в конце 1970-начале 1980-х годов. | Фото: cs6.livemaster.ru.

1980-იანი წლების დასაწყისიდან მოსწავლეებმა სკოლაში ჩანთების ნაცვლად, ე.წ. დიპლომატების ტარება დაიწყეს, რომელიც ჩანთაზე გაცილებით სოლიდურად გამოიყურებოდა. ძალიან მალე „დიპლომატებზეც“ ისეთივე აკრძალვები გავრცელდა, როგორც სამკაულებზე და ბიჟუტერიაზე.

Школьные посиделки на дому. | Фото: ussr-lib.com.

ზემოთ ჩამოთვლილი აკრძალვების გარდა, საბჭოთა სკოლაში აკრძალული იყო საკონტროლოს წერის დროს საპირფარეშოში გასვლა (იშვიათი შემთხვევების გარდა), კალკულატორზე ანგარიში, თმის შეღებვა და ა.შ.

პროგრესნიუსი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close