მსოფლიო

ალექსეი ნავალნი მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნდა, სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. როგორც ცნობილია, ის პოლიციელებმა საპასპორტო კონტროლის გავლის დროს აიყვანეს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი „ვნუკოვოს“ აეროპორტში უნდა დაშვებულიყო, თუმცა თვითმფრინავი „შერემეტიევოს“ აეროპორტში დაეშვა.

ცოტა ხნის წინ, ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნავალნი  გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევისთვის დააკავეს. ასევე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსი ოპოზიციონერი 2020 წლის 29 დეკემბრიდან იძებნებოდა, რის გამოც აღკვეთის ღონისძიების შემდგომ ზომას სასამართლო განსაზღვრავს, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კი პატიმრობაში იქნება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close