საზოგადოება

დიდ ქალაქებში სწავლა კვლავ დისტანციურად განახლდა

საახალწლო არდადეგები დასრულდა – დღეიდან საქართველოს ქალაქების დიდ ნაწილში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლის დასაწყებად მზად არიან სკოლებიც, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. პარალელურად დღეიდანვე აღდგება ონლაინგაკვეთილები “ტელესკოლის” ფორმატში.

“10 დიდ ქალაქში სწავლა დაიწყება დისტანციურ ფორმატში. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში და სოფლად სკოლები საკლასო ოთახში განაახლებენ სასწავლო პროცესს. ასევე ორშაბათს დაიწყება ტელესკოლა, რომელიც არის დამხმარე, დამატებითი სერვისი,” -აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close