რეგიონები

აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორმა მეცნიერ–მკვლევრების ახლობლებს ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებში შესვლა შეუზღუდა

აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ოჯახის წევრები ობსერვატორიის დირექტორს, რეზო ჭანიშვილს უპირისპირდებიან. მიზეზი 10 მაისს მიღებული გადაწყვეტილებაა, რის საფუძველზეც მეცნიერ–მკვლევრების ახლობლებს ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებში შესვლა ეზღუდებათ. ობსერვატორიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ოჯახის წევრები ბრძანების გაუქმებას და საცხოვრებელ სახლებში შეუზღუდავად შესვლის უფლებას ითხოვენ. მათ ამ საკითხზე წერილობით მთავრობის ადმინისტრაციას უკვე მიმართეს.

ობსერვატორიის დირექტორი განმარტავს, რომ ობსერვატორიის ტერიტორიაზე გადაადგილება სარემონტო სამუშაოების და შესაბამისად უსაფრთხოების დაცვის გამო, დროებით, 31 დეკემბრამდე შეიზღუდა. არსებული შენობები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ობსერვატორიას სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული. მთავრობის ადმინისტრაციამ საკითხის განხილვა ეკონომიკის და განათლების სამინისტროებს დაავალა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close