საზოგადოება

კეზერასტებს შეუქმნიათ პეტიცია, პრემიერ ღარიბაშვილს ვაჟს არ მისცენ აშშ-ს ვიზაო – კუჭაშვილი

როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სხვის შვილებს უსპობდნენ ცხოვრებას და დედებს ძაძებს აცმევდნენ, ახლა ბავშვებისთვის განათლების წართმევა დაისახეს მიზნად.

შაკო კუჭაშვილი:

კეზერასტებს შეუქმნიათ პეტიცია, პრემიერ ღარიბაშვილს ვაჟს არ მისცენ აშშ-ს ვიზაო. ჩვეულებრივი საზიზღარი ნეოფაშისტური კამპანია დაიწყეს ამორალურად – პირდაპირ გადადიან ოჯახის წევრებზე, შვილებზე შეტევაზე.
უწინ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სხვის შვილებს უსპობდნენ ცხოვრებას და დედებს ძაძებს აცმევდნენ, ახლა ბავშვებისთვის განათლების წართმევა დაისახეს მიზნად.
ნაცების და სააკაშვილის დროს, ევროპაში დადიოდა მხოლოდ “ბუმბერაზებს” ჰქონდათ წასვლის უფლება, სააკაშვილის შვილმა სახელმწიფოს ფულით მიიღო განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით კი , ჯამში, თუ არ ვცდები, 1000 საუკეთესო სტუდენტს დაუფინანსდა უცხოეთში სასწავლებლად წასვლა . ესაა უდიდესი განსხვავება ხელისუფლების მიდგომებს შორის, და ამიტომაა რომ ათზე მეტ არჩევნებზე დამარცხდნენ ქართულ ოცნებასთან.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close