მსოფლიო

შინაური ცხოველების პატრონები covid-19 ადვილად უმკლავდებიან – პოლონელი მეცნიერი

„ცხოველთან ხშირი კონტაქტის დროს, ჯვარედინი რეაქციის წყალობით, ადამიანი პათოგენების მიმართ გამძლე ხდება“

შინაური ცხოველების პატრონებს უმეტეს შემთხვევაში, COVID-19 ადვილად და უსიმპტომოდ გადააქვთ. ასეთი განცხადება გააკეთა პოლონელმა მეცნიერმა საბინა ოლექს-კონდორმა, რომელიც მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. მკვლევარს ეს მოსაზრება კოვიდინფიცირებულ 100 პაციენტზე დაკვირვების შედეგად ჩამოუყალიბდა. მისი ვარაუდით, ცხოველის ბეწვთან და ნერწყვთან კონტაქტის, ასევე ტერიტორიის ექსკრემენტებისგან დასუფთავების დროს ადამიანი სხვადასხვა ტიპის პათოგენების მიმართ გამძლე ხდება.

„ეს საკითხი დამატებითი კვლევას საჭიროებს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ შინაური ცხოველების პატრონებს კოვიდ-19-ის მიმართ მაღალი იმუნიტეტი აქვთ“ – აღნიშნა საბინა ოლექს-კონდორმა.

მკვლევარის განმარტებით, ასეთი ტენდენცია შეინიშნება მედიკოსებს შორისაც. კერძოდ, ექიმები, რომლებსაც სახლში ძაღლი ან კატა ჰყავთ, სხვებთან შედარებით, ნაკლებად ინფიცირდებიან.

ცხოველთა მოყვარულების გამძლეობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი თეორია ჯვარედინ რეაქციაში მდგომარეობს.
„ცნობილია, რომ კატებში გავრცელებულია კორონავირუსის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ადამიანზე არ გადადის. შესაბამისად, ადამიანები, რომლებსაც ფისოებთან ყოველდღიური და მჭიდრო კონტაქტი აქვთ, კატის ვირუსის მიმართ ანტისხეულებს გამოიმუშავებენ.  სწორედ ამ ანტისხეულებს შეუძლიათ ადამიანის ვირუსის განადგურება. რა თქმა უნდა, ჩემი ვარაუდის დასამტკიცებლად საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება და სტატისტიკური მონაცემების მოძიება“ – განაცხადა მეცნიერმა.

Благодаря домашним питомцам иммунитет их владельцев более крепкий и выносливый

ვირუსოლოგი ნადეჟდა ჟოლობაკი აცხადებს, რომ ზემოთხსენებული ვერსია სრულიად რეალურია.

„ჯარედ დაიმონდის წიგნში „იარაღი, მიკრობები და ფოლადი“ უამრავი მტკიცებულებაა მოყვანილი, რომ ევროპელები გაცილებით ამტანები იყვნენ ვირუსების მიმართ, რადგან ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ცხოვრობდნენ. შინაურ ცხოველთან მჭიდრო კონტაქტის შედეგად ხდებოდა ადამიანების თანდათანობითი ადაპტაცია იმ ვირუსებთან, რომლებიც ცხოველებს აქვთ და პირიქით. როდესაც ევროპელებმა ლათინური ამერიკა დაიპყრეს და იქ თავიანთი ოთხფეხა მეგობრები ჩაიყვანეს, დაიწყო ახალი ინფექციებისგან ადგილობრივი მოსახლეობის მაღალი სიკვდილიანობა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ადაპტირებულები არ იყვნენ ჩამოტანილ ვირუსებთან.“ – აღნიშნავს მკვლევარი.

საბინა ოლექს-კონდორის თქმით, შინაურ ცხოველებთან (კატა, ძაღლი, ფრინველი, თევზი) ყოველდღიური კონტაქტი ადამიანის იმუნურ სისტემას აძლიერებს. ეს გამოწვეულია იმ მიკროორანიზმებთან შეხებით, რომლებსაც ცხოველის ბეწვი, ბუმბული ან ნერწყვი შეიცავს.

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close