მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი და ჟურნალისტი, რომელმაც ესტონეთში რუსეთის საელჩოს შენობას კვერცხები ესროლა, დააკავეს – მედია

რუსი ოპოზიციონერი და ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო, რომელმაც ესტონეთში რუსეთის საელჩოს შენობას, პოლიციის თვალწინ,  კვერცხები ესროლა ესტონეთში დააკავეს.

„რუსეთის ფედერაციის საელჩოს კედელს კვერცხები ესროლა 1977 წელს დაბადებულმა კაცმა. კაცი ადგილზე დააკავა პატრულმა“, – აცხადებენ ესტონეთის შსს-ში.

ჟურნალისტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა რომელი მუხლით, სამართალდამცავ სტრუქტურაში არ აკონკრეტებენ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close