რეგიონები
რიკოთის უღელტეხილზე ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა ცნობილია
რიკოთის უღელტეხილზე, უბისას მიმდებარე ტერიოტორიაზე, მდინარეში გარდაცვლილი კაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ, რის შედეგადაც, მისი ცხედარი მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ მდინარეში, შროშას მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
თვითმხილველთა თქმით, კაცი მდინარეში ჩავარდა, რის შემდეგაც, დინებამ გაიტაცა.