სამართალი

თეა წულუკიანს, ეროვნულ მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, სასამართლო პროცესი მოუგო

სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილის გათავისუფლება და ეროვნულ მუზეუმს კომპენსაციის სახით 1800 ლარის გადახდა და განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.

მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო.

​სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილის გათავისუფლება და ეროვნულ მუზეუმს კომპენსაციის სახით 1800 ლარის გადახდა და განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.

ამის შესახებ ინფორმაციას “მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი” ავრცელებს.

გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილმა 2023 წლის 21 ივნისს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე ლიკა მამაცაშვილი სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც ძირითადად დაკმაყოფილდა ლიკა მამაცაშვილის სარჩელი. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ლიკა მამაცაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს ლილი მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1800 ლარის ანაზღაურება”. – ნათქვამია განცხადებაში. 

ლიკა მამაცაშვილი თბილისის ისტორიის მუზეუმის დროებითი გამოფენების ხელმძღვანელი იყო, რომელიც სამსახურიდან 2022 წლის 3 ივნისს  გაათავისუფლეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close