ეკონომიკა

„რესტორნების 90% ვეღარ გაიხსნება“ – რესტორატორთა ასოციაცია

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან.

„რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება, რესტორნების 90%-ის სამუდამოდ დახურვას გამოიწვევს, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი უმუშევრად დარჩება.

„ვვარაუდობ, რომ რესტორნების 90% ვეღარ გაიხსნება და სამუდამოდ დაიხურება, „საქსტატის“ მონაცემებით 11000 რესტორანია ფიქსირებული, რომელთა 40% თბილისშია და 60% თბილისის გარეთ და ეს ნიშნავს, რომ ისინი პრაქტიკულად ტურისტების და მუშაობის გარეშე დარჩენილები არიან. თბილისში და დიდ ქალაქბში შეიძლება რამოდენიმე ფუნქციონირებს, დანარჩენი გაჩერებულია. დღე არ გადის რესტორნების დახურვის შესახებ ინფორმაცია არ გავიგოთ. ამ ყველაფრის შედეგად კი მარტში რესტორნების სასაფლაოს  მივიღებთ, უამრავი უმუშევრად დარჩენილი ადამიანით“, – აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.

„კომერსანტი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close