საზოგადოება

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს დღეს „შავ პარასკევის“ სპეციალურ აქციას სთავაზობს

ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, მიმდინარე აქციების პარალელურად, მომხმარებელს „შავი პარასკევის“ (Black Friday) სპეციალურ შეთავაზებაზე იწვევს, რომლით სარგებლობაც მხოლოდ დღეს, 27 ნოემბერს არის შესაძლებელი, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „შავ პარასკევის“ სპეცაქციის ფარგლებში, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისული მომხმარებელი ტოიოტას ნებისმიერი მოდელის ავტომობილის ორიგინალი წარმოების ხუნდებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენს და მათი შეცვლის მომსახურებაშიც 20%-ით ნაკლებს გადაიხდის. აქციით მოსარგებლე ყველა მომხმარებელს საჩუქრად საქარე მინის საწმენდი სითხე გადაეცემა.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, გარდა „შავი პარასკევის“ სპეცშეთავაზებისა, სურვილის შემთხვევაში, დღეს მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა ცენტრში მიმდინარე სხვა აქციებითაც ისარგებლოს, მათ შორის, 15%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს ორიგინალი წარმოების გარკვეული სათადარიგო ავტონაწილები, ხოლო მათი შეცვლის სერვისზე 10%-იანი შეღავათი მიიღოს. ასევე, მომხმარებელი შეძლებს სხვადასხვა მოდელის ავტომობილებზე სპეცფასად შეცვალოს ძრავის ზეთი და ფილტრი.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მათ მაღალი ხარისხის მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციების სრული დაცვით გაუწევენ და ავტომობილს უმოკლეს დროში განუახლებენ.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ განცხადებით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მომხმარებელს შეუძლია წინასწარ დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს 18:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116 (ყოფილი მე-20 კმ); www.toyota-tbilisi.com

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close