ეკონომიკა

პანდემიის დროს საქართველოში 7 იახტა იყიდეს – მათი ფასი 130 ათასიდან 1 მლნ დოლარამდე მერყეობს

იახ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­მა კომ­პა­ნია Azimut Yachts-მა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში 7 იახ­ტა გა­ყი­და. მა­შინ, როცა გა­სულ წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ 2 იახ­ტა გა­ი­ყი­და. რო­გორც Azimut Yachts სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში “ბიზ­ნეს­პე­რეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­დეს, 2021 წლის გა­ზა­ფხუ­ლი­სათ­ვის კი­დევ 3 იახ­ტაა შეკ­ვე­თი­ლი.

Azimut Yachts-ს სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, გა­ყი­დუ­ლი იახ­ტე­ბის ფასი 130 ათა­სი დო­ლა­რი­დან 1 მლნ დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

,კორონა პანდემიის პერიოდში იახტების გაყიდვის ნამდვილად სოლიდური რაოდენობა დაფიქსირდა. მეტიც, 2021 წლისათვის უკვე შეკვეთილია სამი იახტა, რომელთა ჩამოსვლაც მომავალი წლის მარტიდან დაიწყება. რაც შეეხება მიმდინარე წელს, უკვე გაიყიდულია 7 იახტა, აქედან 4 უკვე ადგილზეა, ხოლო სამი გზაშია, რომლებიც თვის ბოლომდე ჩამოვა.

საქართველოში გაყიდული იახტების ფასი, 130 ათასი დოლარიდან 1 მლნ-მდე მერყეობს.“-ამბობს გიორგი ჩიკვაიძე.

კომპანიის ხელმძღვანელი, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს წარმომადგენლობის წარმატებაზეც საუბრობს. წელს ყოველწლიური იახტების დაჯილდოების ერთ-ერთი ნაწილის ბათუმში ჩატარება იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.

“მთლიანი დაჯილდოების საქართველოში გადმოტანა ვერ მოხერხდა, თუმცა მოვახერხეთ, რომ ერთ-ერთი ნომინაცია – დიზაინი, რომელიც იახტების დაჯილდოებისას, რეალურად, ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში გადმოვიტანეთ. მართალია დაჯილდოვება გადაიდო, როგორც ჩვენთან, ასევე კანშიც – იახტების ფესტივალი, თუმცა კონტრაქტი ძალაშია ათი წლის ვადით და როგორც კი საერთო რეგულაციებით ეს შესაძლებელი გახდება, ბათუმი უმასპინძლებს ან ღონისძიებას“-განაცხადა მან.

ცნობისთვის, ,,Azimut Yachts” იტალიური იახტების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში უკვე 2 წელია არსებობს. იტალიაში აწყობილი იახტები კომპანიას საქართველოში ჩამოაქვს და რეალიზაციას ახდენს.

,ბიზნესპრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close