საზოგადოება

„თუ ბევრი კოვიდინფიცირებული დაგროვდა, შესაძლოა, დიდი სივრცეები, დარბაზები საავადმყოფოებად გადაკეთდეს – ბიძინა კულუმბეგოვი

კორონავირუსის გაზრდილი რაოდენობის გამო, თუკი ძალიან ბევრი კოვიდინფიცირებული დაგროვდება, შესაძლოა დიდი სივრცეები, დარბაზები დაიკეტოს და საავადმყოფოებად გადაკეთდეს. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “report.ge”-სთან განაცხადა.

მისივე თქმით, იგი არ ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ამის საჭიროება დადგება, რადგან საქართველოში ბევრი საავადმყოფოა.

“ძალიან დიდი რაოდენობით პაციენტი თუ დაგროვდა, საავადმყოფოებში უბრალოდ ადგილი აღარ იქნება და როგორც ხდება სხვა ქვეყნებში, შესაძლოა დიდი სივრცეები, დიდი დარბაზები დაიკეტოს და საავადმყოფოებად გადაკეთდეს. ეს ასე ხდება მთელს მსოფლიოში. არ მგონია დამატებითი შენობების საჭიროება დადგეს. საწოლფონდი ზოგადად დიდი გვაქვს ქვეყანაში. იმაზე მეტი საავადმყოფოა საქართველოში ვიდრე მშვიდობიანობის დროს გვჭირდება”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების საერთო მაჩვენებელმა კი 10752-ს მიაღწია. ამ დროისთვის კოვიდინფიცირებისგან 313 ადამიანი განიკურნა. ქვეყანაში კორონავირუსისგან სულ 72 ინფიცირებული გარდაიცვალა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close