მსოფლიო

ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი 50 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა

რუსეთში, როსტოვის ოლქში, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი ადგილობრივი დროით 9:25 საათზე გაჩნდა და 50 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button