სამართალი

„მას თანხა არ მოუთხოვია და რეალურად არც ყაჩაღობა ჰქონია განზრახული“ – რას ამბობს ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი

გუშინ, 20 ნოემბერს წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება – იარაღის უკანონო ტარება, ყაჩაღობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

ბრალდებულ ლევან ზურაბიშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა, „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს რეალურად დანაშაული არ ჩაუდენია და ეს ერთგვარი პროტესტის ფორმა იყო.

„მას ხელში არ ეჭირა ხელყუმბარა. ეს იყო უბრალოდ სანთებელა, რომელიც ჰგავს ხელყუმბარას. შესაბამისად, საუბარი იარაღის მართსაწინააღმდეგო ტარება-გამოყენებაზე აბსურდია, ისევე როგორც ყაჩაღობაზე. თქვენ ყველამ ნახეთ, რომ მას არანაირი თანხა არ მოუთხოვია და რეალურად არც ყაჩაღობა ჰქონია განზრახული. მისი მხრიდან, ეს იყო სოციალური პროტესტი ერთგვარი ფორმა.

რაც შეეხება მძევლებს, მესმის, რომ მათი ოჯახის წევრები შესაძლოა განიცდიდნენ იმ მომენტში არსებულ ვითარებას, მაგრამ კადრებშიც კარგად ჩანს, რომ მძევლები საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს. უფრო მეტიც, როდესაც ლევან ზურაბიშვილმა განაცხადა ბანკის პროცენტების 7%-მდე დაწევის შესახებ, მძეველბი უსწორებდნენ კიდეც – შვიდი ბევრია, სამი მოითხოვეო. ეს კადრებშიც ჩანს. ანუ იქ არანაირ ძალადობას მძევლების მიმართ ადგილი არ ჰქონია და პირიქით, ბოდიშებსაც კი უხდიდათ“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ ირმა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ნოემბერს ლევან ზურაბიშვილი წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ბანკებზე პროცენტი დაწევა მოითხოვა. თავდამსხმელი, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„პრაიმტაიმი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close