სამართალი

„არ მინ­და ჩემ­მა 12 წლის შვილ­მა გა­ი­ა­როს იგი­ვე გზა, რაც მე გა­ვი­ა­რეო და ამი­ტომ ითხოვს ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბის აკ­რძალ­ვას“ – ირმა ჭკადუა

31 წლის ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვილს, რო­მელ­მაც გუ­შინ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა დაიცავს – ცნო­ბილ­მა იუ­რის­ტმა თა­ვად გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი უან­გა­როდ და­ეც­ვა ბრალ­დე­ბუ­ლი. და­კა­ვე­ბულს ბრალს ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბის­თვის, ყა­ჩა­ღო­ბის­თვის და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით წა­უ­ყე­ნე­ბენ. ახლა დიდ­წი­ლად არის მისი ბედი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმ მძევ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც შე­ნო­ბა­ში 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ. ირმა ჭკა­დუას ambebi.ge ესაუბრა:

– ამ ადა­მი­ა­ნის გულ­წრფე­ლი პრო­ტეს­ტი რომ მო­ვის­მი­ნე, გა­დავ­წყვი­ტე და­მეც­ვა. წა­ვე­დი პო­ლი­ცი­ა­ში იმი­ტომ, რომ მას­ში და­ვი­ნა­ხე მარ­თლა გულ­წრფე­ლო­ბა და პრო­ტეს­ტი იმ სა­კი­თხებ­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა ჩვენ­თა­განს გაგ­ვაჩ­ნია. სამ­წუ­ხა­როდ, არც პო­ზი­ცი­ი­დან და არც ოპო­ზი­ცი­ი­დან არ ყო­ფი­ლა მსგავ­სი და­პი­რე­ბა, რომ ამ პრობ­ლე­მებს მი­ხე­დავ­დნენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი.

მუდ­მი­ვად სა­უბ­რო­ბენ და­სავ­ლეთ­ზე, მაგ­რამ იქი­დან კარ­გი არა­ფე­რი მო­აქვთ, თუნ­დაც საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი. ჩვენ ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს ოჯა­ხი, იმ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, რომ­ლე­ბიც ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს უნდა ღე­ბუ­ლობ­დნენ, ბან­კის ვალი არ ჰქონ­დეს. არ არ­სე­ბობს ოჯა­ხი, რო­მელ­საც არ შე­ე­ხო ის უბე­დუ­რე­ბა, რო­მელ­საც ქვია სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი. ეს ადა­მი­ა­ნი დიდი ხა­ნია მსხვერ­პლია ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბის, რის გა­მოც და­კარ­გა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. ბოლო ავ­ტო­მან­ქა­ნა ჰყავს, რომ­ლი­თაც იყო იქ მი­სუ­ლი და ისიც გა­ყი­დუ­ლი აქვს, ფული აღე­ბუ­ლი აქვს, ხვალ, კვი­რას უნდა გა­დას­ცეს მყიდ­ველს. იმ მან­ქა­ნის ფუ­ლით გა­ის­ტუმ­რა გარ­კვე­უ­ლი ვალი, მაგ­რამ ისევ დარ­ჩა ვალი და ამას გა­ნიც­დის.

მ­ბობს, არ მინ­და ჩემ­მა 12 წლის შვილ­მა გა­ი­ა­როს იგი­ვე გზა, რა გზაც მე გა­ვი­ა­რეო და ამი­ტომ ითხოვს ამ ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბის აკ­რძალ­ვას. ამ­ბობს, მყავს ასე­ვე პენ­სი­ო­ნე­რი დედა, ვხე­დავ რამ­დე­ნად მძი­მეა ყო­ვე­ლი მისი მის­ვლა აფ­თი­აქ­ში, რად­გან ვერ ავუ­დი­ვართ წამ­ლე­ბის ფა­სებს და ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა­აო.

ჩვენ ვხე­დავ­დით ასე­ვე იმა­საც, რო­დე­საც ის მო­თხოვ­ნებს აყა­ლი­ბებ­და და ამ­ბობ­და ბან­კის პრო­ცენ­ტი 7-მდე და­ვი­დე­სო, რამ­დე­ნი­მე ე.წ. მძე­ვა­ლი ეუბ­ნე­ბო­და ეთ­ქვა, ბევ­რია და და­ე­წია 3 პრო­ცენ­ტამ­დე. ასე­ვე უმ­რავ­ლე­სო­ბა ხვდე­ბო­და რომ ე.წ ხელ­ყუმ­ბა­რა იყო სა­თა­მა­შო. ეს იყო ერ­თგვა­რი პერ­ფორ­მან­სი, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში მი­მარ­თა­ვენ და მან ეს ფორ­მა აირ­ჩია, მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა რომ მი­ე­პყრო და თა­ვი­სი გა­სა­ჭი­რი რომ გა­ეხ­მა­უ­რე­ბი­ნა. ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, თუ რო­მე­ლი­მე მე­დი­ას არ აინ­ტე­რე­სებს ის თემა გა­ა­შუ­ქოს, არ აშუ­ქებს. ამ ხსნის, ანუ 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­დე­ბო­და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ მისი მო­თხოვ­ნე­ბი გა­ე­შუ­ქე­ბი­ნათ. ამ­ბობ­და, შე­იკ­რი­ბონ პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი და ყვე­ლამ და­ა­ფიქ­სი­როს ამ სა­კი­თხებ­ზე თა­ვი­სი აზ­რიო, ეს იყო მე­სი­ჯი მათ­თვი­საც. ამ სამ მთა­ვარ მო­თხოვ­ნას ყვე­ლა უჭერს მხარს და არ მე­გუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი რომ არ აწუ­ხებ­დეს.

– რო­გო­როც ირ­კვე­ვა, არ ჰქონ­და ხელ­ყუმ­ბა­რაც…

– ეს არ იყო ხელ­ყუმ­ბა­რა, ეს იყო სან­თე­ბე­ლა, რო­მე­ლიც იყო ოქ­როს­ფე­რი და მან შე­ღე­ბა მუ­ქად მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის.

– იმ მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო­ში ვალი აქვს და იმი­ტომ მი­ვი­და?

– რა­ტომ­ღაც აქ აღ­მოვ­ჩნდიო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიშ­ნით არ აურ­ჩე­ვია.

– საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე რას იტყვით?

– ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შემ­დეგ ია­რა­ღის ნა­წი­ლი მო­ეხ­სნე­ბა, ასე­ვე ყა­ჩა­ღო­ბა მო­ეხ­სნე­ბა, რად­გან მას არც ერთი თეთ­რი არ მო­უ­თხო­ვია. მეტ­საც გე­ტყვით, რო­დე­საც მო­ლა­რე გო­გო­ნა გა­მო­ვი­და სა­ლა­რო­დან, მას სთხო­ვა სა­ლა­როს კარი და­ე­კე­ტა, რომ ვინ­მეს არ ეფიქ­რა, რომ რა­ი­მე შემ­ხებ­ლო­ბა ფულ­თან ჰქონ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მას ასე­ვე მო­ეხ­სნე­ბა ყა­ჩა­ღო­ბა და დარ­ჩე­ბა უკა­ნო­ნოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ესეც არის მძი­მე მუხ­ლი, მაგ­რამ ახლა შევ­ხე­დოთ რას ამ­ბო­ბენ იქ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი. მათ ჩვე­ნე­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი. ვნა­ხოთ რა დაგ­ვხვდე­ბა საქ­მე­ში.

– ხომ არ გა­სა­უბ­რე­ბი­ხართ მძევ­ლებს?

– მე რომ ვი­ყა­ვი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მა­შინ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ამ მძევ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში და­კი­თხვა. მერ­წმუ­ნეთ, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ არა­ვის ცუ­დად არ მოქ­ცე­ვია, პო­ზი­ტი­უ­რად იქ­ცე­ო­და.

– სა­სა­მარ­თლო­ში აღ­მკვეთ­ზე რა პო­ზი­ცია გექ­ნე­ბათ, გი­რა­ოს მო­ი­თხოვთ?

-მა­სა­ლე­ბის აღე­ბის შემ­დგომ მე შევ­ხვდე­ბი ლე­ვანს, მინ­და მას­თან ერ­თად გა­ვი­ა­რო მა­სა­ლე­ბი. ჩვენ წუ­ხელ გა­მო­ვი­ყე­ნეთ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა, რად­გან მძი­მე ფსი­ქო­ე­მო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და შემ­დგომ მივ­ცემთ ჩვე­ნე­ბას. შევ­ჯერ­დე­ბით აღ­მკვე­თის სა­კი­თხზეც. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვი­კავ­შირ­და გუ­შინ, რომ­ლებ­მაც შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, რომ ისი­ნი მზად იყ­ვნენ შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ მის­თვის გი­რა­ოს თან­ხა, თუკი გი­რა­ო­ზე იქ­ნე­ბო­და საქ­მე და ასე დახ­მა­რე­ბოდ­ნენ ამ ადა­მი­ანს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობთ. აბ­სო­ლუ­ტუ­რად უან­გა­როდ ვი­ცავ, რად­გან და­ვი­ნა­ხე, რომ ის იყო გულ­წრფე­ლი და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ მან სრუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ი­ღოს.

– ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის იყო მთვრა­ლი, ეს და­დას­ტურ­და?

– არ იყო ნას­ვა­მი, არც არა­ნა­ი­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ არ იყო. პრაქ­ტი­კუ­ლად თავი გა­წი­რა თა­ვი­სი მო­თხოვ­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ­დე მი­სა­ტა­ნად. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რს ეს გულ­წრფე­ლო­ბა მო­ეჩ­ვე­ნა ნას­ვა­მო­ბად, მაგ­რამ ეს არ და­დას­ტურ­და. ეს იყო თავ­გან­წირ­ვა მისი მხრი­დან, რად­გან მისი სი­ცო­ცხლე შე­იძ­ლე­ბო­და იქ დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ის ამის­თვის მზად არის. დას­რულ­დეს ამ ქვე­ყა­ნა­ში ეს უსა­მარ­თლო­ბა, თუნ­დაც მისი სი­ცო­ცხლე ამას შე­ე­წი­როს. გა­აზ­რე­ბუ­ლი არ ჰქონ­და შე­დე­გი და სას­ჯე­ლი.

და­კარ­გა სახ­ლი, ახლა რაც მას აქვს, პრაქ­ტი­კუ­ლად იმის და­კარ­გვის წი­ნა­შეც დგას და მას ჰყავს მო­ხუ­ცი დედა რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში რჩე­ბო­და, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ის ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და. სამ­წუ­ხა­როდ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ფერს აკე­თებს თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სა­პა­ტიო ად­გი­ლი უკა­ვია სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის რეკ­ლა­მას, ეს პრობ­ლე­მა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა მოგ­ვარ­დეს. პირ­ველ რიგ­ში, ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბი გა­სა­უქ­მე­ბე­ლია, ეს ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­სა­კე­თე­ბე­ლია და ამას ერთი ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი კი არ უნდა ითხოვ­დეს, უნდა ითხოვ­დეს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. ყვე­ლა, ვი­საც გა­აჩ­ნია სა­მარ­თლი­ა­ნი პრო­ტეს­ტი.

იხ. სრულად: ambebi.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close