Sliderპოლიტიკა

“დღეს ორ პაწიაში “ლელო” ცოტა უფრო მოზრდილია” – ბერძენიშვილი

"ლელოს" უფროსობამ და არა მარტო "ლელოს", სხვების უფროსობამ თავი წარმოიდგინეს დიდი პარტიების ხელმძღვანელებად

დღეს ორ პაწიაში “ლელო” ცოტა უფრო მოზრდილია, მაგრამ “ლელოს” უფროსობამ და არა მარტო “ლელოს”, სხვების უფროსობამ თავი წარმოიდგინეს დიდი პარტიების ხელმძღვანელებად, – ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა განაცხადა ტვ ფორმულაზე, გადაცემაში “კვირის ფორმულა”.

ჟურნალისტს კითხვაზე: მესამე ძალაზე სულ არის საუბარი და ვერ შესთავაზეთ, ბერძენივიკლმა ასე უპასუხა:

_ მარტო მესამე ძალაზე არ არის საუბარი. მე ვამჯობინებდი ტერმინს – მრავალფეროვნება. ერთიანობა მრავალფეროვნებაშია, მრავალფეროვნება ერთიანობაშია.

_ ეს ხომ სცადეთ  ბოლო არჩევნებში.

_ მე ვერ მივაღწიე ამას, იმიტომ, რომ “რესპუბლიკური პარტიის” შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია.

_ ანუ “ლელო” თქვენთან რომ არ წამოვიდა, “გირჩი” თქვენთან რომ არ წამოვიდა…

_ მე რომ “ლელოსთან” არ მივედი, რა… რატომ ჩემთან არ წამოვიდა? დღეს ორ პაწიაში “ლელო” ცოტა უფრო მოზრდილია, მაგრამ “ლელოს” უფროსობამ და არა მარტო “ლელოს”, სხვების უფროსობამ თავი წარმოიდგინეს დიდი პარტიების ხელმძღვანელებად. მარტო ჩვენ არ ვყოფილვართ, სამოქალაქო აქტივისტებიც იყვნენ ძალიან მოწადინებული, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთტან მჭიდრო სათანამშრომლო ფორმატით ერთი ნომრით გამოსულიყვნენ თვითმმართველობის არჩევნებში. ეს ნომერი იქნებოდა ორნიშნა შედეგის მომტანი – გახარიაზე წინ და წარმოვიდგინოთ ვითარება, როცა თბილისში 60%-ი ოპოზიციისაა და 10-ვე მაჟორიტარულ ოლქს აგებს ოპოზიცია. ეს არის შეცდომა, შეცდომაა, რომ “ნაციონალური მოძრაობამ” არ დააყენა თბილისში კანდიდატები და შეცდომა არის, რომ სხვებმა დააყენეს იმდენი კანდიდატი, ყველამ თავთავისი, რომ ხალხი დაიბნა რომელი ნომერი შემოეხაზე”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close