პოლიტიკა

“პოლუსმა –  მიშა პირამიდის სათავეში, დაანგრიოს პოლუსი – ბიძინა პირამიდის სათავეში, არის ძალიან რთული” – დავით ბერძენიშვილი

"ღმერთმა ჰქნას, რაც შეიძლება მალე იყოს გარეთ, მაგრამ პერსონალური ილუზიები, რომ დღეს სააკაშვილი ქუჩაში რომ იყოს, აღიარებენ საკუთარ ბელადად, არ იქნება

მიხეილ სააკაშვილი “გარეთ” რომ იყოს, ის ვერ შესძლებდა 100 ათასი კაცის გამოყვანას, – ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა განაცხადა ტვ ფორმულაზე, გადაცემაში “კვირის ფორმულა”.

“ღმერთმა ჰქნას, რომ რაც შეიძლება მალე იყოს გარეთ, მაგრამ ეს პერსონალური ილუზიები, რომ დღეს მიშა სააკაშვილი ქუჩაში რომ იყოს, საშინელ, ანტიმიშისტ ოპოზიციონერებს, ან არამიშისტ ოპოზიციონერებს კიდევ უფრო შეეზიზღებათ ბიძინა ივანიშვილი, რომ მიშას აღიარებენ საკუთარ ბელადად, არ იქნება”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას: მან ციხიდან შესძლო შეუძლებელი? დავით ბერძენიშვილმა ასე უპასუხა:

“მან ციხიდან შესძლო საკუთარი პარტიის მაქსიმუმი”.

კითხვა: ანუ, შეუძლებელი?

_ არ არის შეუძლებელი. მიშა არის ნორმალური ადამიანი, მის შესაძლებლობებს აქვს ზღვარი  და მიშას ჩამოსვლამ მისი პარტიის კონსოლიდაცია მოახდინა, ვთქვათ, დაუმატა 5%-ი,  მაგრამ მოახდინა ქართული ოცნების კონსოლიდაციაც.

_ იმიჯზე გეკითხებით.

_ მე არა მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დღეს არის არანაციონალურ, ოპოზიციურ ამომრჩეველში ღრმა რწმენა იმის, რომ სააკაშვილი იქნება ძალიან ოპოზიციური… ყველაფერი თვლითაა, ყველაფერი ფაქტებია და მით უარესი ფაქტებისთვის, არ არის ჩემი აზროვნების წესი. გავიხსენოთ შარშანდელი საარჩევნო კამპანია, მიშა სააკაშვილი იყო მისი პარტიის საპრემიერო კანდიდატი და ერთხელ ვერ წამოაცდევინა ვერც ერთმა ჟურნალისტმა სიტყვა კოალიცია. ამიტომ მიშა ახლა ლაპარაკობს კოალიციაზე, მაგრამ მე იმას კი არ გეუბნებით დაუჯერებენ მიშას თუ არ დაუჯერებენ… ერთმა სისტემამ, პოლუსმა –  მიშა პირამიდის სათავეში, დაანგრიოს მეორე პოლუსი – ბიძინა პირამიდის სათავეში, არის ძალიან რთული. ამის ალბათობა არის ძალიან მცირე და ამის პოზიტიური შედეგი არ არის ძალიან მაღალი. ამას ვამბობ, მრავალპარტიულობით უნდა მოვუგოთ-მეთქი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close